"ფერარის" პარკი აბუ-დაბიში

"ფერარის" პარკი აბუ-დაბიში

აბუ-დაბიში "ფერარი ვორლდის" ატრაქციონის გახსნა ემირატ რას-ელ-ჰაიმის მმართველის, შეიხ საკრ ბინ მუჰამად ალ-კასიმის გარდაცვალების გამო გადაიდო. საზეიმო ცერემონია, რომელიც 27 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, 4 ნოემბრისთვის გადაიტანეს.

როგორც ადრე იუწყებოდნენ, კუნძულ იასზე განთავსებული თემატური პარკის ფართობი 250 ათასი კვმ-ა. მისი მშენებლობა 2007 წელს დაიწყო. ამ პროექტის ღირებულებამ 150 მილიონ დოლარს გადააჭარბა. სულ "ფერარი ვორლდში" 20 სხვადასხვა ატრაქციონი იმუშავებს, მათ შორის - ამერიკული "ფორმულა როსაც", რომლის ვაგონებიც სულ რაღაც 2 წამში 100 კმ/სთ სიჩქარეს განავითარებენ. ამასთან, ამ ატრაქციონის მაქსიმალური სიჩქარე 240 კმ/სთ-ია.

ატრაქციონების გარდა, პარკში საგამოფენო პავილიონები, მაღაზიები და რესტორნებიც იქნება. უფროსი ასაკის კლიენტებისთვის განკუთვნილი ბილეთი 225 დირამი (62 დოლარი), ხოლო ბავშვთა - 165 დირამი (45 დოლარი) ეღირება.

ალექსი რეხვიაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)