ავტორი:

უზბეკეთში, მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციის დარბევას მშვიდობიანი მოქალაქეები და სამართალდამცავები ემხვერპლნენ - რას წერს "როიტერსი"

უზბეკეთში, მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციის დარბევას მშვიდობიანი მოქალაქეები და სამართალდამცავები ემხვერპლნენ - რას წერს "როიტერსი"

უზბეკეთის პრეზიდენტ შავქათ მირზიოევის თქმით, ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლების შედეგად, მშვიდობიანი მოქალაქეები და სამართალდამცავები დაიღუპნენ.

თავის მხრივ, ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, დაღუპულია სულ მცირე 5 ადამიანი.

ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა უზბეკეთის საინფორმაციო ვებ-გვერდს განუცხადა, რომ ათასობით ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

როგორც "როიტერსი“ წერს, გავრცელებულ განცხადებაში მირზიოევმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებმა ქალაქ ნუკუსში "დესტრუქციული მოქმედებები“ ქვების სროლით, ხანძრის გაჩენითა და პოლიციაზე თავდასხმით განახორციელეს.

ინფორმაციისთვის, ყარაყალპანეთის დედაქალაქ ნუქუსში მასობრივი დემონსტრაცია მას შემდეგ მოეწყო, რაც ხელისუფლების მიერ დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ გახდა ცნობილი. (ვიდეო)

ცვლილების თანახმად, ყარაყალპაკეთის ავტონომიური რესპუბლიკა უზბეკეთიდან რეფერენდუმით გასვლის უფლებას კარგავს და მას სუვერენული რესპუბლიკის სტატუსი უუქმდება.

მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ არბევს აქცის სპეცრაზმი, ასევე მედიის ცნობით დაკავებულია ათობით მომიტინგე.

ასევე იხილეთ: