ავტორი:

თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა

თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა

თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 500 ლარით დააჯარიმა. ბიზნესმენს გამოძიება მარიხუანას შეძენა-შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას ედავებოდა. ეს მისთვის წაყენებული ერთ-ერთი ბრალდებაა, ანუ ოზთურქის წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარე ცალკე დავაა.

თავად ბრალდებული სასამართლოს დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, მან სასამართლოს განუცხადა, რომ შანტაჟის მსხვერპლია.

გალიფ ოზთურქის ადვოკატმა თენგიზ კახიძემ სასამართლოს ექპერტიზის დასკვნა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ გალიფ ოზთურქის სისხლის ნიმუშში ნარკოტიკული საშუალება არ აღმოჩნდა, სწორედ აღნიშნული დოკუმენტი წარუდგინა მტკიცებულების სახით სასამართლოს ადვოკატმა.

“საქართველოს სასამართლო მჯერა, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველოში ბიზნესისა და ტურიზმის გარდა არაფერი გამიკეთებია. დაკავებული ვარ, როგორც შანტაჟის მსხვერპლი”,- განუცხადა სასამართლოს გალიფ ოზთურქმა.

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გალიფ ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღეს.

იხილეთ ასევე: