ავტორი:

"მადლობა ამ ღირსეული გამარჯვებისთვის, ვამაყობ თქვენით!" - "ბორჯღალოსნების" ისტორიული გამარჯვებით გახარებული პრეზიდენტის ოვაციები სტადიონზე (ვიდეო)

"მადლობა ამ ღირსეული გამარჯვებისთვის, ვამაყობ თქვენით!" - "ბორჯღალოსნების" ისტორიული გამარჯვებით გახარებული პრეზიდენტის ოვაციები სტადიონზე (ვიდეო)

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს მთელი მატჩის განმავლობაში გულმხურვალედ გულშემატკივრობდა. მატჩის დასასრულს, იგი ბათუმის "აჭარაბეთ არენაზე" "ბორჯღალოსნებთან" მივიდა, პირადად მიულოცა გამარჯვება და საქართველოს დროშა ააფრიალა.

"გაუმარჯოს ჩვენს ნაკრებს! მადლობა ამ ღირსეული გამარჯვებისთვის, ვამაყობ თქვენით" - დაწერა მოგვიანებით "ფეისბუქში" პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა, ისტორიაში პირველად, იტალიის ნაკრებს უმასპინძლა და დიდი უპირატესობით 28:19 დაამარცხა.

ასევე იხილეთ: