აშშ-ის სასამართლოში კომპანია Apple-ის წინააღმდეგ კალიფორნიის მკვიდრის სარჩელი შევიდა. ბიანკა ვოფორდი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ რაც მან აიფონის ოპერაციული სისტემა ახალი ვერსიით განაახლა, მისი მესამე თაობის აიფონი გაცილებით ნელა მუშაობს. ეკრანი შეხებაზე ცუდად რეაგირებს და ტელეფონის სწრაფად დატენვაა საჭირო.
მომჩივანი დარწმუნებულია, რომ ამ გზით კორპორაცია ცდილობს, მომხმარებლები რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანოს აიფონის ბოლო მოდელ iPhone 4-ზე.
კომპენსაციისთვის ვოფორდი 5 ათას დოლარს ითხოვს.
სარჩელში ნათქვამია, რომ "ეფლმა" იცოდა, რომ მეორე და მესამე თაობის აიფონებში ახალი ოპერაციული სისტემების დაყენების შემდეგ პრობლემები შეიქმნებოდა. ამის მიუხედავად, კომპანია მომხმარებლებს ახალი ვერსიის უპირატესობაში მაინც არწმუნებდა.
გარდა ამისა, "ეფლმა" მომხმარებლებს არ მისცა საშუალება, სურვილის შემთხვევაში ტელეფონი კვლავ წინა ვერსიაზე დაებრუნებინათ. სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე ვოფორდის ადვოკატებმა "ეფლს" წერილი გაუგზავნეს და წინა ვერსიის დაბრუნება მოსთხოვეს.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.