ავტორი:

"მესამე კვირაა სოფელში დენი არ გვაქვს, პრობლემა, რომლის მოგვარებასაც 2-3 დღე სჭირდებოდა, დროში ისე იწელება..." - რას წერს შატილის მცხოვრები გიორგი ჭინჭარაული

"მესამე კვირაა სოფელში დენი არ გვაქვს, პრობლემა, რომლის მოგვარებასაც 2-3 დღე სჭირდებოდა, დროში ისე იწელება..." - რას წერს შატილის მცხოვრები გიორგი ჭინჭარაული

გიორგი ჭინჭარაული და მარგარეტ დაიაური წლების წინ მშობლიურ მხარეს დაუბრუნდნენ. გიორგი საცხოვრებლად შატილში ექვსი წლის წინ გადავიდა, მარგარეტი - ოთხი წლის წინ... წყვილმა შარშან შატილში იქორწინა, გახსნეს კაფე, მარგარეტი შატილის სკოლაში პედაგოგად მოღვაწეობდა და თავდაუზოგავი შრომით ცდილობდნენ შატილი მსოფლიოსთვის გაეცნოთ... ორივე ხმამაღლა საუბრობენ სოფელში შექმნილ უმძიმეს პრობლემებზე, რამდენიმე დღის წინ კი გიორგი ჭინჭარაულმა საგანგაშო ინფორმაცია გაავრცელა შატილის კოშკების ნგრევის შესახებ... ახლა კი გიორგი კიდევ ერთ პრობლემაზე სოციალურ ქსელში წერს:

"შატილში საცხოვრებლად 2016 წელს დავბრუნდი. იმ შემოდგომაზე ძველი ჰესი, რომელიც 1983-ში აშენდა, დაზიანდა. ზამთარში ადგილობრივები რომ უშუქოდ არ ყოფილიყვნენ, რეაგირება იყო უსწრაფესი. მუნიციპალიტეტმა გამოგვიგზავნა დიზელის ორი გენერატორი, თითო 40 კილოვატს გამოიმუშავებდა. საწვავი 10 - ტონიანი ბაკებით გადმოგვიტანეს, რომ ზამთარში სოფელს დენი ჰქონოდა. დღეს, მესამე კვირაა სოფელში დენი არ გვაქვს, პრობლემა, რომლის მოგვარებასაც 2-3 დღე სჭირდებოდა, დროში ისე იწელება, დაზუსტებით, იმასაც ვერ გვეუბნებიან, როდის გარემონტდება, როდის ჩართავენ ჰესს! შატილში, მოსახლეობის ერთადერთი შემოსავლის წყარო ტურიზმია....ტ უ რ ი ზ მ ი !!! არის თქვენთან, ვინმე, ვინც ხალხზე ფიქრობს, დუშეთის მუნიციპალიტეტი, მერია, საქართველოს მთავრობა!"

იხილეთ ასევე: