ავტორი:

"არ არის პუტინი "ხუილო", ტერორისტი და ბავშვების მკვლელი?" - სტეფანე კრიტიკოსებს პასუხობს

"არ არის პუტინი "ხუილო", ტერორისტი და ბავშვების მკვლელი?" - სტეფანე კრიტიკოსებს პასუხობს

მომღერალმა სტეფანე მღებრიშვილმა ბთაუმში, თავის ერთ-ერთ კონცერტზე, როდესაც სიმღერა “We Don’t wanna Put in” შეასრულა, არაერთხელ გაიმეორა ფრაზა "პუტინ ხუილო".

სოციალურ ქსელში აღნიშნულის ამსახველი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, რასაც განხილვა მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა სტეფანე ამ სიტყვების თქმის გამო გააკრიტიკა.

  • მომღერალი თემას ეხმიანება და "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

"2009 - ში ვიმღერეთ პირველად სიმღერა “We Don’t wanna Put in”, იმის მერე რამდენჯერ მაქვს ნამღერი ამ 13 წლის განმავლობაში, თეორიულად ვერ დაითვლება. რაც ლაივ კონცერტებს ვმართავ, ყველგან ამ სიმღერას ვმღერი. რაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ის ”პუტინ ხუილო” ჩავამატეთ.

არ არის ხუილო, ტერორისტი და ბავშვების მკვლელი? გგონიათ, რომ ჩემს გამო ომს დაიწყებს?

თუ ასე გგონიათ, მაშინ არ არის კარგად თქვენი საქმე. რაც შეეხება იმას, 2008 - ში ბილეთი ავიღე და გავიქეცი ქვეყნიდან… კი ბილეთი ავიღე, ოღონდ პირიქით, საფრანგეთიდან და სასწრაფოდ ჩამოვფრინდი, როცა ომი დაიწყო, ჩემი ორი თვის შვილთან და ოჯახთან და აქ ვიყავი სულ.

მე ვარ მუსიკოსი, ეს არის ჩემი გამოხატვის ფორმა. თქვენ კიდე საკუთარი სახელებით დარეგისტრირებული ქართველები ( ზოგს რუსულად გიწერიათ სახელი და გვარი) ვერც ხვდებით, რა დონის მდაბიო ხალხი ხართ, მანიაკ პუტინს რომ იცავთ საკუთარ ქვეყანაში.

“აბა, ჩადი და პირში უთხარი”, - ჩავდიოდი და უნდა მეთქვა, "ევროვიზიას" შეეშინდა და დამბლოკეს. მტკიცედ მივდიოდით. მაგის შემდეგ ევროპის თითქმის ყველა დედაქალაქში ვიმღერეთ ეს სიმღერა, შიში თუ იყო, აქამდე იქნებოდა. მოვრჩი ამ თემაზე საუბარს. არ მეცალა აქამდე, სულ გზაში ვართ და ვმუშაობთ, თქვენგან, მოცლილებისგან განსხვავებით", - წერს სტეფანე.

ცნობისთვის, ეს სიმღერა წლების წინ სტეფანეს და ჯგუფ 3G-ის "ევროვიზიაზე" უნდა ემღერა. მაშინ მუსიკალურ კონკურსს მოსკოვი მასპინძლობდა და ქართველი კონკურსანტები "ევროვიზიაზე" არ დაუშვეს.

ნახეთ ასევე: