ავტორი:

"ამ ამბის გამო ჩემი ძმა კინაღამ დაიჭირეს... 5 ათასი გადავიხადეთ" - რას იხსენებს გოგა ბარბაქაძე მისი ოჯახის მძიმე პერიოდზე?

"ამ ამბის გამო ჩემი ძმა კინაღამ დაიჭირეს... 5 ათასი გადავიხადეთ" - რას იხსენებს გოგა ბარბაქაძე მისი ოჯახის მძიმე პერიოდზე?

შემთხვევა, რომელზეც გოგა ბარბაქაძემ "სხვა კითხვებში" ისაუბრა, 2019 წელს მოხდა. მაშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობის ძმა რეზი ნაცარიშვილი, ყოფილი სამხედრო პირის ერმილე ნემსაძის ჯგუფურ ცემასა და მუქარის ფაქტზე დააკავეს. მოგვიანებით კი 5 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გოგა ამბობს, რომ მისი ძმა ამ საქმეში გამართლდა და ოჯახს თანხა უკან დაუბრუნდა, თუმცა ფაქტი ძალიან მძიმე იყო. ერმილე ნემსაძე მის მეუღლეს, მსახიობსა და რეჟისორ მაია დობორჯგინიძეს აბრალებდა, რომ ქალი თავდაცვის სამინისტროში ფიქტიურად იყო გაფორმებული, საიდანაც ხელფასის სახით გარკვეული თანხა ერიცხებოდა...

გოგა ბარბაქაძე:

- გასტროლზე ვიყავი თურქეთში და იმ პერიოდში ჩემს ცოლს დააბრალა ერთ-ერთმა ადამიანმა, რომ ვითომ თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა, თან ჩინი ჰქონდა. ვიდეო ჩაწერა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამ დროს მაიამ ისიც არ იცოდა, სად იყო თავდაცვის სამინისტროს შენობა. ერთხელ რომ გავიარეთ, ვუთხარი, აი, ეს არის შენი სამსახური, იცოდე-მეთქი. ეს იყო ერთ-ერთი ამბავი, როდესაც გამოვედი მდგომარეობიდან.

ამ ადამიანს არც ვიცნობდი, მინდოდა შევხვედროდი და მეთქვა, რომ ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა. თემა იყო ის, რომ ვითომ მაია გაფორმებული იყო თავდაცვაში და იქიდან იღებდა ფულს. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვიღაცას მიამსგავსა. ბევრჯერ მივწერეთ, შემდეგ იმ გოგომაც მიწერა, მე ვარ ფოტოზე, არ არის მისი მეუღლე და დაანებეთ თავიო, მაგრამ მაინც არ გაჩერდა. შემდეგ ამ ადამიანმა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, რომ ვავიწროვებდით. ამ ამბის გამო ჩემი ძმა კინაღამ დაიჭირეს.

შემთხვევა სატრენაჟორო დარბაზში მოხდა, სადაც ჩემი ძმა მეგობრებთან ერთად ვარჯიშობდა და ეს კაციც იქ აღმოჩნდა. როდესაც დამიკავშირდნენ, ვუთხარი, რომ თავი დაენებებინათ, სანამ მე არ მივიდოდი, მასთან ჩემი სათქმელი მქონდა. ხელი არავის დაურტყამს, ჩაცუცქული იყო და უბრალოდ ხელი ვკარი, რომ ჩემს ძმას არ მიახლოვებოდა და თავი მიარტყა. ჩანაწერებიც არის. შემდეგ ჩემს ძმას იჭერდნენ, რომ ვითომ თავს დავესხით.

5 ათასი ლარი გირაო გადავიხადეთ, რომ ჩემი ძმა არ დაეკავებინათ, სანამ საქმე ძიებაში იყო. სასამართლოზე გამართლა და თანხა დაგვიბრუნდა, მაგრამ ეს ამბავი ხომ იყო სანერვიულო. წავიდა მერე ის ადამიანი და საფრანგეთში მიიღო თავშესაფარი, როგორც ჩემგან შევიწროვებულმა. მოკლედ, თუ ვინმეს უნდა, პოლიტიკურ თავშესაფარს ვაკეთებ ხუთიანზე...