ავტორი:

"გოგაშვილი 2012 წელს იყო სოციალურად დაუცველი და დღეს მულტი მილიონერია... მისი დავალებით დაიგეგმა ჩემს წინააღმდეგ პროვოკაცია" - რას წერს ოთო აბესაძე?

"გოგაშვილი 2012 წელს იყო სოციალურად დაუცველი და დღეს მულტი მილიონერია... მისი დავალებით დაიგეგმა ჩემს წინააღმდეგ პროვოკაცია" - რას წერს ოთო აბესაძე?

ეკონომისტი ოთო აბესაძე, რომელიც 2017 წელს ქრთამის აღებით იყო დაკავებული, სოსო გოგაშვილის დაკავების თემას ეხმაურება. როგორც ის წერს, სწორედ გოგაშვილის გავრცელებულია მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის დამონტაჟებული ვიდეო მასალები.

"სოსო გოგაშვილი არის ადამიანი, რომელიც 2012 წელს იყო სოციალურად დაუცველი და დღეს არის მულტი მილიონერი

სოსო გოგაშვილი არის საქართველოში კორუფციის სიმბოლო.

პირადად სოსო გოგაშვილის დავალებით 2017 წელს დაიგეგმა ჩემს წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობა და ჩემი დაჭერა აგენტ-პროვოკატორი ზვიად ჩიხლაძის ხელით. აგენტ-პროვოკატორი ზვიად ჩიხლაძე მირეკავს, მწერს, მიხდის ბოდიშებს და მაბარებს აღსარებას თუ რა მოხდა 2017 წელს ჩემთან მიმართებაში. (სამწუხაროდ დღემდე ამაზე რეაგირება არაქვს შსს-ს, რომელსაც არაერთგზის მივმართე)

სოსო გოგაშვილის გავრცელებულია ჩემს წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის დამონტაჟებული ვიდეო მასალები (1 თვის წინ).

საქმის, რომელშიც გავმართლდი მითი, ჩემი კორუმპირებულობის შესახებ შექმნა სოსო გოგაშვილმა და შეასრულა ზვიად ჩიხლაძის ხელით.

მითი შექმნა ყველაზე კორუმპირებულმა ადამიანმა საქართველოში. სამართალი ურმით, მაგრამ მაინც მოდის" - წერს ოთო აბესაძე.

ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. შესაბამისი ვიდეომასალა გოგაშვილის ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა აჭარაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი იმყოფებოდა. დღეს კი ჩხრეკა ჩატარდა სოსო გოგაშვილის კიდევ ერთი შვილის, ნიკოლოზ გოგაშვილის სახლში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, თუმცა, არ აკონკრეტებენ, რომელია „მიმდინარე საქმე".

ამასთან, სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკოლოზ გოგაშვილი ვარაუდობს, რომ მამამისის დაკავება 2021 წელს გავრცელებულ ფაილებს უკავშირდება.

ნახეთ ასევე: