ავტორი:

"სამშობლო არ არის პრეზიდენტის უკანალი, რომელსაც მუდმივად უნდა კოცნიდეთ” - რუსეთში, ქართული წარმოშობის გია კაკაბაძე შევჩუკის ციტატისთვის დააჯარიმეს

"სამშობლო არ არის პრეზიდენტის უკანალი, რომელსაც მუდმივად უნდა კოცნიდეთ” - რუსეთში, ქართული წარმოშობის გია კაკაბაძე შევჩუკის ციტატისთვის დააჯარიმეს

"სამშობლო არ არის პრეზიდენტის უკანალი, რომელსაც მუდმივად უნდა კოცნიდეთ” - რუსეთში ქართული წარმოშობის გია კაკაბაძე ამ შინაარსის პლაკატისთვის დააჯარიმეს.

რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკის პერვორეჩენსკის სასამართლომ რუსეთის მოქალაქე, გია კაკაბაძე 40 ათასი რუბლით დააჯარიმა. ქართული წარმოშობის აქტივისტს ბრალად ხელისუფლების მიმართ უპატივცემულობა ედებოდა და სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.1 მუხლის მე-3 ნაწილით გაასამართლა. ინფორმაციას "Network Freedoms“თავის ტელეგრამის არხზე ავრცელებს.

გია კაკაბიძე იმ პლაკატისთვის დააჯარიმეს, რომელიც აქტივისტს ხელში ეკავა და რომლის ფოტო Activatika-ს ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა. სურათზე კაკაბაძე პლაკატით დგას, რომელზეც როკ მუსიკოს იური შევჩუკის ციტატა წერია: "სამშობლო არ არის პრეზიდენტის უკანალი, რომელსაც მუდმივად უნდა კოცნიდეთ...”

პოლიტიკურ აქტში სასამართლომ "ხელისუფლებისადმი უპატივცემულობა“ დაინახა. კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ კაკაბაძის პოსტერზე გამოტანილი განცხადება შეეხებოდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელს და სიმბოლოს.

ადვოკატი სერგეი ვალიულინი, რომელიც გია კაკაბაძეს იცავდა, ამბობს, რომ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.

გია კაკაბაძის მიმართ ავტორიტეტების უპატივცემულობის მუხლით დამდგარი განაჩენი პირველი არ არის. ის 2020 წლის 19 ნოემბერს პუტინის მიმართ დაწერილი ორი კრიტიკული პოსტის გამო დააკავეს, რის შემდეგაც აქტივისტი 40 ათასი რუბლის ოდენობით დაჯარიმდა. 2019 წლის ნოემბერში, კაკაბაძეს შვიდი დღით პატიმრობა მიუსაჯეს, იმჟამადაც პუტინის სურათის გამოქვეყნების გამო, რომელზეც ნაცისტური ატრიბუტიკა ჩანდა. 2021 წელს, კაკაბაძე ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზეც დააკავეს.

იხილეთ ასევე: