ავტომობილების ნულოვანი განბაჟების პერიოდი 45 დღემდე გახანგრძლივდება

ავტომობილების ნულოვანი განბაჟების პერიოდი 45 დღემდე გახანგრძლივდება

ავტომობილების ნულოვანი განბაჟების პერიოდი 20 დღიდან 45 დღემდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა ამ სფეროში დაკავებულ მეწარმეებს სიახლეს შესთავაზებს, რათა მათ გაუმარტივდეთ და გაუიაფდეთ ბიზნესის კეთება, უფრო კონკურენტუნარიანნი გახდნენ რეგიონში.

"ჩვენ გვინდა, რომ 20-დღიანი ნულოვანი განბაჟების პერიოდი გავზარდოთ 45 დღემდე და იმ კომპანიებს, რომლებიც ავტომობილების ექსპორტს აწარმოებენ საქართველოში, გავუმარტივოთ ბიზნესის კეთება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არა მარტო ავტომობილების ბიზნესში, არამედ სხვა ინდუსტრიებშიც გავხდებით რეგიონული ცენტრი, სადაც საერთაშორისო ინვესტორები თავიანთ რეგიონულ ცენტრს გახსნიან და გაზრდიან თავიანთ ბიზნესებს კავკასიაში, შუა აზიის ქვეყნებში", - განაცხადა ნიკა გილაურმა.

მისივე თქმით, მთავრობა სწორედ ამაზე მუშაობს. "სწორედ ამას ეძღვნებოდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა ვიზიტი ჩინეთსა და ინდოეთში", - აღნიშნა გილაურმა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"