ავტორი:

"ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი, ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. КГБ-ის აგენტის შვილია" - დავით არახამია

"ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი, ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. КГБ-ის აგენტის შვილია" - დავით არახამია

უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობას კვლავ აკრიტიკებს. "მთავარი არხის" ჟურნალისტ მაია ლომიძისთვის მიცემულ ინტერვიუში, მან "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის შესახებ ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მისი არსებობის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც კობახიძემ არახამიაზე ახსენა.

"როც შვეიცარიაც კი არ დარჩა ნეიტრალური და სანქციები დააწესა, ისიც კი ვერ თქვით, ეს რუსული აგრესიააო. ირაკლი კობახიძე საერთო არ ვიცოდი, ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. КГБ-ის აგენტის შვილია. აგენტის, რომელიც არ მალავს, რომ "დავერბოკებული" იყო. და ამ ადამიანის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ, ეს პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობა" - განაცხადა დავით არახამიამ.

ასევე იხილეთ: