ავტორი:

"შორიდან ვუყურებ ხოლმე, მათ ხომ არ იციან ვინ ვარ. ერთმანეთს აკონტროლებენ, რომ არ გააფუჭონ" - რას ამბობს ნადარბაზევის ულამაზესი მზესუმზირების მეპატრონე?

"შორიდან ვუყურებ ხოლმე, მათ ხომ არ იციან ვინ ვარ. ერთმანეთს აკონტროლებენ, რომ არ გააფუჭონ" - რას ამბობს ნადარბაზევის ულამაზესი მზესუმზირების მეპატრონე?

ნადარბაზევის ტბა ყურადღების ცენტრში რამდენიმე კვირის წინ მოექცა. თუ ტბაზე ახვალთ, მართლაც თვალწარმტაცი სილამაზე დაგხვდებათ.

50 ჰა ფართობზე გაშენებული მზესუმზირის ულამაზესი პლანტაციები სოფელ ნაწრეტში მცხოვრებ თემურ ფსუტურს ეკუთვნის. მასთან ინტერვიუ ambebi.ge-მ უკვე შემოგთავაზათ, რომელშიც მეურნე კაცი ამბობდა:

"ძალიან ლამაზად არის ტბასთან ყვითელი ფერი შერწყმული და უამრავი ხალხი მოდის დასათვალიერებლად. შარშან 5 ჰექტარზე დავთესეთ მზესუმზირა და ძალიან კარგი მოსავალი მოგვივიდა, ამიტომ წელს 50 ჰექტარზე დავთესეთ. შარშანაც ჩამოდიოდა ხალხი, მაგრამ ამდენი - არა. მახსოვს, შარშან მოდელებიც ჩამოიყვანეს გადასაღებად, ცოტა ისეთ ადგილზე გვეთესა, არ ჩანდა. თან პანდემია რომ დაემთხვა, ძირითადად ქორწილის ხალხი თუ მოდიოდა სურათების გადასაღებად".

ფოტოგრაფი: შერმაზანა

ამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ნადარბაზევის ტბასთან ჩასული მოქალაქეთა ნაწილი უდიერად ეპყრობა მზესუმზირებს, აზიანებს პლანტაციას და აზარალებს მეპატრონეს. "პალიტრავიდეოსთან" ინტერვიუში თემურ ფსუტური ამას უარყოფს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში მის პლანტაციებს უამრავი ადამიანი სტუმრობს, "მზესუმზირებს თვალისჩინივით უფრთხილდებიან".

"მართალია ძალიან ბევრი მნახველია, შორიდან ვუყურებ ხოლმე, მათ ხომ არ იციან ვინ ვარ. ერთმანეთს აკონტროლებენ რომ არ გააფუჭონ. ბავშვებმა შეიძლება რაღაც მოგლიჯონ, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი,“ - ამბობს თემურ ფსუტური.

იხილეთ სიუჟეტი