ავტორი:

"გამწარება იცით რა არის, დაჩოქილი ღმერთს რომ ევედრები, რომ შენ მომკვდარიყავი, ოღონდ ეს ახალგაზრდა არა" - რას წერს ახლობელი ოჯახისა, ვის სახლშიც მკვლელობა მოხდა?

"გამწარება იცით რა არის, დაჩოქილი ღმერთს რომ ევედრები, რომ შენ მომკვდარიყავი, ოღონდ ეს ახალგაზრდა არა" - რას წერს ახლობელი ოჯახისა, ვის სახლშიც მკვლელობა მოხდა?

28 ივლისს, დანაშაული მოხდა ცხვარიჭამიაში, სადაც დაბადების დღის აღსანიშნად შეკრებილ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებას, მკვლელობა მოჰყვა. გარდაცვლილია 20 წლის მირიან კუკავა. მკვლელობის საქმეზე შსს-მ 7 პირი დააკავა, მათ შორის არიან ირაკლი ასლანიძე, გიორგი კუჭავა და გიორგი ხორავა. ინფორმაცია უწყებამ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა. პოლიციამ დაადგინა მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მისი ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით. ტრაგედია ცხვარიჭამიაში იმ დროს დატრიალდა, როდესაც ახალგაზრდები დაბადების დღეს ქეთათო არაბულის სახლში აღნიშნავდნენ. ამის თაობაზე პოსტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე სალომე ჩადუნელი აქვეყნებს.

"კლავიატურის მონები!!!თქვენ ხომ ვერ წარმოიდგენთ რა ხდება ახლა ჩვენი დის სოფო ჩოხელის თავს, მხოლოდ საშინელებათა ფილმში რომ მოხდება, აი ის.

მინდა, საჯაროდ ყველამ რეალობა იცოდეთ და გაიგოთ...

ცხავრიაჭამიაში მომხდარი მკვლელობა მოხდა ჩვენი ოჯახის წევრის, ჩვენი სოფო ჩოხელის ოჯახში, მისი შვილის ქეთათოს დაბადების დღეზე... რატომ ვაკონკრეტებ ოჯახს, სახლს, იმიტომ რომ ჩვენმა სანაქებო ტელევიზიებმა არაერთხელ გააჟღერეს, რომ სახლი იყო ნაქირავები და ბავშვები იყვნენ უყურადღებოდ და ისე აღნიშნავდნენ დაბადების დღეს, მეტი რა უნდა ჩვენ საზოგადოებას ლანძღვის და გინების გარდა არაფერი არ ვიცით... სახლი არის სოფოსი და უყურადღებოდ ერთი წამი არ ყოფილა არავინ, პირადად სოფოს ჩააკვდა ხელში ეს საცოდავი ბავშვი და პირადად სოფო იყო პირველი, ვინც 112 ში დარეკა, რომ დაინახა დაძაბულობა...

რატომ ვწერ ამ ყველაფერს და თავები რომ მოგაქვთ და მაგრები გგონიათ... პირველ რიგში საკუთარი შვილები აღაზრდეთ ისე, რომ ქცევის წესები ასწავლოთ, პირველ რიგში ასწავლეთ ადამიანების სიყვარული და არა სიძულვილი, პირველ რიგში ასწავლეთ ის, რომ ოჯახში, სადაც არ უნდა იყო, არანაირი უფლება არ გაქვს საშინელება ჩაიდინო, გაანადგურო ყველა...

დავფიქრდეთ ერთი წამით და ყველამ საკუთარ გულში ჩავიხედოთ, როგორ ვართ ეხლა ჩვენ და რას ვგრძნობთ ჩვენ ყველა...

ძალიან ბევრი უარყოფითი კომენტარი ვნახე და ღმერთმა დაგიფაროთ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდეთ... თქვენ ყველამ თქვენ შვილებს მიხედეთ და ასწავლეთ ქცევის წესები... უფროსთან დამოკიდებულება და ოჯახში როცა ხარ სტუმრად, არანაირი უფლება არ გაქვს თავხედურად მოქცევის... ზუსტადაც რომ თავხედურად გაზრდილი შვილები კლავენ უდანაშაულო ადამიანებს... მოთმინების ნატამალი რომ არ გააჩნიათ და ერთი თვალის დახამხამებით შეუძლია გაგანადგუროს... მოთმინება და სიყვარული ასწავლეთ შვილებს. კაცობა ასწავლეთ, კაცობაა.... დღეს ჩვენ ყველა მოგვკვლეს და გაგვანადგურეს... აი, გამწარება იცით რა არის, დაჩოქილი ღმერთს რომ ევედრები, რომ შენ მომკვდარიყავი, ოღონდ ეს ახალგაზრდა არაა, აი ასეთ მდგომარეობაში იყო ჩემი სოფო.. დარწმუნებული ვარ დამნაშავე აუცილებლად აგებს პასუხს... ვუსამძიმრებ სულით და გულით გარდაცვლილის ოჯახს... ჩვენ ყველა მეგობრები, ოჯახის წევრები ყველა იქ ვინც ვიყავით, მკვდრები ვართ..."- წერს სალომე ჩადუნელი.

იხილეთ ასევე: