შუშების დაბურვასთან დაკავშირებული ცვლილებები იმ პირებს არ ეხებათ, რომელთაც სახელმწიფო დაცვა ემსახურება

შუშების დაბურვასთან დაკავშირებული ცვლილებები იმ პირებს არ ეხებათ, რომელთაც სახელმწიფო დაცვა ემსახურება

ავტომანქანების შუშების დაბურვასთან დაკავშირებული ცვლილებები იმ პირებს არ ეხებათ, რომელთაც სახელმწიფო დაცვის პოლიცია ემსახურება. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა გიორგი გეგეჭკორმა განუცხადა. მისივე თქმით, ამის გარდა ცვლილებები ყველას ეხება.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო დაცვის

სპეციალური სამსახურის დასაცავი პირები არიან: საქართველოს პრეზიდენტი; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; საქართველოს პრემიერ-მინისტრი; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი; საქართველოს გენერალური პროკურორი; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა ორგანოების ხელმძღვანელები; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები; საქართველოში ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის სახელმწიფო მეთაური; საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში.

ავტომანქანების დაბურვის ახალი სტანდარტები დღეიდან ამოქმედდა. კერძოდ, ავტომანქანის წინა საქარე შუშის დამუქება დაუშვებელია, წინა გვერდითი შუშების დასაშვებია 40 პროცენტით, ხოლო უკანა გვერდითი შუშების დამუქება დასაშვებია 75 პროცენტით. უკანა საქარე შუშას ეს შეზღუდვები არ ეხება.

აღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

"ინტერპრესნიუსი"

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)