ავტორი:

"დღეს ის მძევალია ვითარების... ვერ გაუძლო ძალაუფლებით გამოცდას"- გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

"დღეს ის მძევალია ვითარების... ვერ გაუძლო ძალაუფლებით გამოცდას"- გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ლანჩთაიმში" ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობებზე ილაპარაკა.

"ის დღევანდელი ვითარების მძევალია. მან ვერ გაუძლო ძალაუფლების გამოცდას, საერთოდ ეს ყველაზე რთული გამოცდაა, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს ცხოვრებაში.

ვერ გაუძლო, შეიძლება კიდევ სხვა გარემოებებია, რაზეც ჩვენ არ ვსაუბრობდით, რაღაც სხვა გარემოებებია, რაც მე არ ვიცოდი", - ამბობს გია ხუხაშვილი, რომლის თქმითაც, მისი წამოსვლა ივანიშვილისთვის მტკივნეული იყო.

"ბოლომდე ცდილობდა შევენარჩუნებინე. ბოლოს კატეგორიულად რომ ვუთხარი არა, ამის შემდეგ, ჩვენი ერთ-ერთი საერთო მეგობრის პირით შემომითვალა და ჩამიყვანა მეუღლესთან ერთად ურეკში. იქ კიდევ შეეცადა ჩემ მოთაფვლას და კონკრეტულ რაღაცას მთავაზობდა და მე კატეგორიული უარი ვუთხარი. მერე ბევრმა თქვა, რომ ვითომ გამომაგდო. ნორმალურად დავშორდით, მაგრამ მერე, რომ მივხვდი საით მიდიოდა ყველაფერი, სისტემის თავშეკავებული კრიტიკა დავიწყე. ვცდილობდი გამოსწორების გარკვეული დერეფანი დამეტოვებინა და ამის ილუზია დღემდე მაქვს", - განაცხადა მან.

იხილეთ ასევე: