ავტორი:

შრი ლანკაში დააკავეს აქტივისტი სახელად იოსებ სტალინი

შრი ლანკაში დააკავეს აქტივისტი სახელად იოსებ სტალინი

შრი ლანკაში დააკავეს შრი ლანკის პროფკავშირებისა და საპროტესტო აქციების ლიდერი სახელად იოსებ სტალინი. ის არის აქტივისტი, რომლის მიერ ორგანიზებული დემონსტრაციების შედეგად პრეზიდენტი ოტობაია რაჯაპაქსას პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა.

იოსებ სტალინი შრი ლანკაში გასულ თვეში გამართული ანტისამტავრობო აქციების მთავარი სულისჩამდგმელია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 43 წლის იოსებ სტალინს ბრალად ედება პრეზიდენტის სასახლეში უკანონოდ შეჭრა და მოპარული სახელმწიფო ქონების შენახვა.

ცნობისთვის, 9 ივლისს პრეზიდენტის სასახლეში ასობით ადამიანი შეიჭრა. შეჭრის დროს იოსებ სტალინმა სასმელი პრეზიდენტის ჭიქიდან დალია, შემდეგ კი ჭრჭელი სახლში წაიღო. სტალინმა მოგვიანებით ფინჯნის ფოტო "ფეისბუქში" გამოაქვეყნა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა.