ავტორი:

მშობლების შთამბეჭდავი ქონება და ლაბორანტის პროფესია - ვინ არის და რა ქონებას ფლობს "ოცნების" 30 წლის დეპუტატი და რატომ გაეხვა სკანდალში თვეების წინ?

მშობლების შთამბეჭდავი ქონება და ლაბორანტის პროფესია - ვინ არის და რა ქონებას ფლობს "ოცნების" 30 წლის დეპუტატი და რატომ გაეხვა სკანდალში თვეების წინ?

დიდუბის რაიონის მაჟორიტარი, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრი, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრი გივიკო ჩხარტიშვილი ერთ-ერთი ახალგაზრდა დეპუტატია. ის 30 წლის არის და არც თუ ისე დიდი ხანია, რაც პოლიტიკაშია.

ჩხარტიშვილი რამდენიმე თვის წინ სკანდალში გაეხვა. დეპუტატმა საქართველოში შემოსულ რუს ტურისტებზე საუბრისას მოქალაქეებს სიმშვიდისკენ და თავმდაბლობის გამოჩენისკენ მოუწოდა. ჩხარტიშვილმა მოძრაობა "სირცხვილია“ და "ნაციონალური მოძრაობა“ ამ საკითხზე "პროვოკაციულ პერფორმანსებში" დაადანაშაულა.

"სოციალურ ქსელს ყველა თვალს ვადევნებთ და ვხედავთ, თუ რამდენად პროვოკაციული პერფორმანსები ეწყობა "სირცხვილიას" მხრიდან. ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარეა, რომ თქვენი მზაკვრული გეგმები, "ნაციონალური მოძრაობის" ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ყველა მიმართულებით ჩავარდა და ახლა ახალი სქემა გაქვთ შემუშავებული, რომ საზოგადოებაში გინდათ გამოიწვიოთ აურზაური და რაღაც სახით შექმნათ ისეთი ფონი, თითქოს, აი, შემოვიდნენ რუსები, რჩებიან, აქ ცხოვრობენ, ჩვენ სად წავიდეთ და სხვადასხვა ინტერპრეტაციით მიგყავთ, თქვენ თვითონაც არ იცით, რა ინტერპრეტაციით მიდიხართ და რას ემსახურებით ზოგადად.

ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ და ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა, ჩვენი თავმდაბლობა აუცილებლად, ერის წინაშე მაქვს საუბარი, გამოვიჩინოთ და მივყვეთ ჩვენი ქალაქის განვითარებას. საზოგადოებას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ და არ აჰყვნენ პროვოკაციებს", - თქვა ჩხარტიშვილმა.

  • ვინ არის გივი ჩხარტიშვილი და რა კარიერული გზა აქვს გავლილი დეპუტატობამდე?

30 წლის პოლიტიკოსის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ჯერჯერობით დაოჯახებული არ არის და მშობლებთან ერთად ცხოვრობს. მისი დეკლარაცია მწირია, რადგან შთამბეჭდავი ქონება ძირითადად მისი მშობლების კუთვნილებაშია.

ჩხარტიშვილის დედის, მაია თანიაშვილის სახელზეა სამი მიწის ნაკვეთი დუშეთის მუნიციპალიტეტ, სოფელი მლაშეში. ასევე მემკვიდრეობით მიიღო ქალაქ დუშეთში შიო არაგვისპირელის ქუჩაზე ორი მიწის ნაკვეთი.

დეპუტატის მამამ მალხაზ ჩხარტიშვილმა 2015 წელს 450 000 დოლარი თბილისში წერეთლის გამზირზე მდებარე 91, 58 კვ.მ. ბინაში გადაიხადა. მის საკუთრებაშია ასევე 5829 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დუშეთის რაიონ სოფელ ზემო მლაშეში, რომელიც 2016 წელს ჩუქებით მიიღო.

დეკლარაციის შევსების დროს გივი ჩხარტიშვილს საქართველოს ბანკი სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 1008,73 ლარი, საკრედიტო ანგარიშზე 1701,8 ლარი. მალხაზ ჩხარტიშვილს "ლიბერთი ბანკის" საპენსიო ანგარიშზე 557 ლარი. საკრედიტო ანგარიშზე 2000 ლარი.

გივი ჩხარტიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის, ნავთობი და გაზის ტექნოლოგი ლაბორანტია, სადაც გასული წლის განმავლობაში ხელფასის სახით 1917,54 ლარი მიიღო.

დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ დეპუტატი ჩხარტიშვილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის დირექტორად მუშაობდა, საიდანაც სახელფასო სარგო 29 575,71 ლარი დაერიცხა.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ფრაქცისა "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავჯდომარის მოადგილის პოსტზე კი 2782,54 ლარი.

მას აქვს იპოთეკური სესხი, 15 000 დოლარის ოდენობით, რომელიც 2016 წელს აიღო და 2021 წელს გასავლის სახით 5660,43 დოლარი აქვს მითითებული. კიდევ ერთი სესხი, 10 200 ლარის ოდენობით ჩხარტიშვილმა დეკლარაციის შევსებამდე ერთი თვით ადრე აიღო.

იხილეთ ასევე: