გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია BMW 1013 წლიდან ActiveHybrid ტექნოლოგიის სპორტული ავტომობილების მასობრივ წარმოებას დაიწყებს.
ავტომობილებს კონცერნ Vision EfficientDynamics-ის ბაზაზე ააგებენ, რომელიც პირველად 2009 წლის სექტემბერში ფრანკფურტის ავტო-შოუზე იყო წარმოდგენილი.
სერიული ოთხადგილიანი კუპე "გილიოტინა კარებით”, მიუხედავად მისი საკმაოდ ფუტურისტული დიზაინისა, გარეგნულად კონცეპტუალური ვერსიისგან უმნიშვნელოდ განსხვავებული იქნება.
100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისთვის "მომავლის ავტოს" 4,8 წამი დასჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ იქნება, ამასთან, საწვავის ხარჯი 100კმ-ზე 3,76 ლიტრს არ აღემატება.
მხოლოდ ელექტროობის ხარჯზე ჰიბრიდი 50 კმ-ს დაფარვას შეძლებს, საწვავის ხარჯზე კი - 700 კმ-ს. ავტომობილის აეროდინამიკური წინაღობის კოეფიციენტი 0,22-მდეა შემცირებული.
მომზადებულია ru.tsn.ua-ს მიხედბით.