Volkswagen: გაყიდვების ლიდერი ევროპაში

Volkswagen: გაყიდვების ლიდერი ევროპაში

ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, სექტემბრის განმავლობაში ევროპაში ყველაზე მეტი 262,6 ავტომობილი "Volkswagen-ის" კონცერნმა გაყიდა, რაც 4,3%-ითნაკლებია, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში.

"Volkswagen-ის" გარდა, გასული თვის ყველაზე კომერციული კონცერნების ხუთეულში ასევე მოხვდნენ კონცერნი "PSA Peugeot Citroen" 153 ათასი ერთეულით, "Fiat Group" 121 ათასით "Ford" 108 ათასით და "Renault" ასევე 108 ათასი გაყიდული ავტომობილით.

2009 წლის  ამავე პერიოდის შედეგებთან შედარებით,  წელს ამ მარკის ავტომობილებზე მოთხოვნა შემცირდა. 9,2 %-ით შემცირებულია ასევე ავტომობილების გაყიდვების საერთო მაჩვენებელიც. მთლიანად ევროპაში გასული თვის განმავლობაში 1,261 ათასი ავტომობილი გაიყიდა.

სექტემბერის თვეში ევროპის ბაზარზე კომპანიებს შორის ყველაზე მეტი ზარალი განიცადა კონცერნმა "Chrysler" – 38,5%. ერთადერთი, ვისაც ამ პერიოდში გაყიდვები გაეზარდა, ეს არის იაპონური "Mitsubishi Motors" - 38,4% და "მერსედესის" მწარმოებელი გერმანული კონცერნი "Daimler-Benz"  - 6,5%.

რაც შეეხება ქვეყნებს, ევროპაში სექტემბრის თვეში ყველაზე მეტი ავტომობილი დიდ ბრიტანეთში გაიყიდა, სულ 335,2 ათასი ერთეული.

კოკა კვირკველია.

რადიო "პალიტრა" FM 103,9

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)