ავტორი:

"კვარაცხელიამ კლუბს ის ფეხბურთელები დაავიწყა, რომლებმაც "ნაპოლი" ახალი სეზონის დაწყებამდე დატოვეს" - რას წერს Washington Post-ი კვარას წარმატებულ იტალიურ დებიუტზე

"კვარაცხელიამ კლუბს ის ფეხბურთელები დაავიწყა, რომლებმაც "ნაპოლი" ახალი სეზონის დაწყებამდე დატოვეს" - რას წერს Washington Post-ი კვარას წარმატებულ იტალიურ დებიუტზე

ქართული ფეხბურთის ვარსკვლავის, 21 წლის ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაიწყო. მისი დებიუტი სერია ა-ში წარმატებით შედგა. კვარხელიას "ნაპოლიმ" "ვერონა" 5-2 დაამარცხა, ხვიჩამ კი ერთი გოლი გაიტანა და ერთიც საგოლე გადაცემა მიითვალა.

ქართველი ტალანტის შესახებ წერენ დღეს სხვადასხვა გამოცემები და მათ შორისაა washingtonpost-იც, სტატიაში გამოცემა აღნიშნავს, რომ კვარაცხელიამ შეძლო და "ნაპოლის" დაავიწყა ყველა ის ფეხბურთელი, რომლებმაც გუნდი ახალი სეზონის დაწყებამდე დატოვეს.

"ნაპოლის ახალწვეულმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო დახმარებოდა კლუბს დაევიწყებინა ყველა ფეხბურთელი, რომლებმაც გუნდი ახალი სეზონის დაწყებამდე დატოვეს.

21 წლის კვარაცხელია, რომელიც ნეაპოლურ გუნდში ქართული კლუბიდან, "დინამო ბათუმიდან" გასულ თვეში გადავიდა, გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა, რითაც გუნდს "ვერონასთან" 5-2 გამარვებაში დაეხმარა. ეს იყო სერია ა-ს ახალი სეზონის პირველი მატჩი.

"ნაპოლიმ" გასულ სეზონში სერია ა-ში მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ შემდეგ გაჩნდა კითხვის ნიშნები, თუ როგორ ითამაშებდა გუნდი ახალ სეზონში საკვანძო ფეხბურთელების წასვლის შემდეგ, როგორებიც არიან ლორენცო ინსინიე, დრის მერტენსი, კალიდუ კულიბალი", - წერს "ვაშინგტონ პოსტი."