დაკარგულ "აუდის" ტელეფონით მოძებნიან

დაკარგულ "აუდის" ტელეფონით მოძებნიან

კომპანია "აუდიმ" ამერიკულ ტიუნინგ-გამოფენაზე, - SEMA, - ტელეფონისთვის, - iPhone, - ახალი დეტალი წარადგინა, რომელიც მის მფლობელს ავტოსადგომზე გაჩერებული საკუთარი მანქანის ძებნაში დაეხმარება. უახლოეს მომავალში ეს პროგრამა ამერიკელი მძღოლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ტელეფონისა და ავტომობილის სინქრონიზაცია საბორტო დიაგნოსტიკის საშუალებით ხორციელდება, რომლის დახმარებითაც სერვისცენტრებში მანქანების გამართულობას ამოწმებენ. ეს პროგრამა ტელეფონს მანქანაში ჩამონტაჟებული GPS-ნავიგატორის მეშვეობით მისი ადგილმდებარეობის დადგენის შესაძლებლობას აძლევს.

მანქანის მოძრაობისას პროგრამა ტელეფონს ჰაერში ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის დონისა და ძრავას მუშაობის შესახებ ცნობებს აწვდის; მათ შორის იმას, თუ როგორ იცვლება მოტორის ბრუნვის სიხშირე. ადრე "აიფონის" ტელეფონებისთვის თავიანთი პროგრამების შესახებ BMW-მ და "ჯენერალ მოტორსმა" გააკეთეს ანონსი. მათ მიერ წარმოებული პროგრამები მძღოლებს თავიანთი ავტომობილების მდებარეობაზე, ასევე მოძრაობისას ხარვეზებზე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

ალექსი რეხვიაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)