ავტორი:

საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში მომხდარი ავარიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ახლობლებს უსამძიმრებს

საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში მომხდარი ავარიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ახლობლებს უსამძიმრებს

"ძალიან ვწუხვართ თურქეთში მომხდარი შემზარავი ავარიის შედეგად დაღუპულთა შესახებ ინფორმაციის გამო" - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების "ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილების ოჯახებსა და მეგობრებს. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. საქართველო თქვენ გვერდით დგას ამ მწუხარების დროს“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, დღეს თურქეთის გაზიანთეფის პროვინციაში, გაზიანთეფი-ნიზიფის გზაზე ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, სახანძრო მანქანა და ჟურნალისტების ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.

ასევე იხილეთ: