ავტორი:

"ეს ჩემი სამშობლოა და 2008 წელს..." - მერაბ დვალიშვილმა მსოფლიოს საქართველოს რუკა აჩვენა და ყველას გასაგონად თქვა, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთის მიერაა ოკუპირებული

"ეს ჩემი სამშობლოა და 2008 წელს..." - მერაბ დვალიშვილმა მსოფლიოს საქართველოს რუკა აჩვენა და ყველას გასაგონად თქვა, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთის მიერაა ოკუპირებული

ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა კარიერის უმნიშვნელოვანესი ბრძოლა მოიგო და ლეგენდარული ბრაზილიელი სპორტსმენი, ჟოზე ალდო სამრაუნდიან დაპირისპირებაში დაამარაცხა.

  • ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კი მან საზოგადოებას საქართველოს რუკა აჩვენა და ტრიბუნა გამოიყენა იმისთვის, რათა ყველასთვის შეეხსენებინა, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ჟურნალისტებმა მას დაღესტნელ მებრძოლ, ხაბიბთან მსგავსებაზე ჰკითხეს. სწორედ აღნიშნულ კითხვაზე პასუხს მოჰყვა დვალიშვილის განცხადება რუსეთსა და ოკუპაციაზე.

"ყველა სპორტსმენი განსხვავებულია, განსხვავებულად იბრძვის. არ შემიძლია მივბაძო ხაბიბის. ვფიქრობ, რომ ხაბიბი განსაკუთრებულია, ის განსხვავებულია, ძლიერია და ის ლეგენდაა. ჩვენ ვართ ერთი და იგივე არეალიდან, კავკასიიდან, ჩვენ კავკასიელები ვართ, თუმცა ხაბიბი სხვა მხარესაა, ჩვენ სხვა მხარეს.

ჩვენ მსგავსი კულტურის ადამიანები ვართ. განსხვავება ისაა, რომ ისინი მუსლიმები არიან, ჩვენ ქრისტიანები, ახლო ადამიანები ვართ. მაგრამ საქმე ისაა, რომ ის წარმოადგენს რუსეთს.

  • ეს არის ჩემი ქვეყნის, საქართველოს რუკა, ეს საქართველოა და 2008 წელს რუსეთმა მისი კიდევ ერთი ნაწილის ოკუპაცია მოახდინა. როცა მე დავიბადე, 1991 წელს ჩემი სამშობლოს სხვა ნაწილი (აფხაზეთი) მიითვისეს.და მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს 20% და ახლა ისინი იგივეს აკეთებენ უკრაინაში.

მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ იმედია შევძლებთ ამ ომის შეჩერებას, ეს სიგიჟეა, ადამიანები ყოველ დღე კვდებიან და მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია და არავის არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ყველანი ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ არ ვიცი როგორ შევძლებთ ამის შეჩერებას", - თქვა დვალიშვილმა.