ავტორი:

"უწოდეთ მას ქართველი ან, უბრალოდ, გამოცხადება" - რას წერს ხვიჩა კვარაცხელიაზე "ნაპოლის" ოფიციალური გვერდი?

"უწოდეთ მას ქართველი ან, უბრალოდ, გამოცხადება" - რას წერს ხვიჩა კვარაცხელიაზე "ნაპოლის" ოფიციალური გვერდი?

სერია A-ს მეორე ტურში "ნაპოლიმ" სახლში "მონცა" 4:0 გაანადგურა, ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა. ქართველის თამაში კლუბის საიტმა ასე შეაფასა:

"მარადონას სტადიონზე, "ნათლობისას" ნეაპოლის ცისფერ ცაზე, ვარსკვლავი დაიბადა. მას ძნელად წარმოსათქმელი გვარი და უსაზღვრო ნიჭი აქვს. ქართველი თამაშის დაწყებიდან ნახევარ საათში იდუმალებით მოცული მზერით ანათებს სცენას და ბურთის სუფთა აბრეშუმისებრი ალერსით გააქვს გოლი. შემდეგ კუპიდონის (სიყვარულის ღმერთი რომაულ მითოლოგიაში) ისარივით იჭრება ნეაპოლელთა გულებში.

მესამე ისევ კვარამ გაიტანა - ყინულის თვალების მქონე ოქროს ბიჭმა და კრისტალურმა ტალანტმა. უწოდეთ მას ქართველი ან, უბრალოდ, გამოცხადება. ეს "მარადონაზე" ხვიჩა კვარაცხელიას დიდების პირველი საღამოა. ისტორია უკვე კალმით იწერება".

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის პირველ 2 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Sportall.ge

იხილეთ ასევე: