ავტორი:

"საკუთარ შვილსაც არ ვაპატიებ რუსებთან უბრალო კოლაბორაციასაც კი, რა დროს დუგინის შვილია, უკრაინელ ხალხს ბავშვებიანად ხოცავენ" - კობა სუბელიანი

"საკუთარ შვილსაც არ ვაპატიებ რუსებთან უბრალო კოლაბორაციასაც კი, რა დროს დუგინის შვილია, უკრაინელ ხალხს ბავშვებიანად ხოცავენ" - კობა სუბელიანი

ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი საქართველოდან 2017 წელს წავი და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ექსმინისტრი სოციალურ ქსელში აქტიურობს და როგორც სამშობლოში, ისე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს აფასებს. ამჯერად რუსი ფილოსოფოსის, კრემლის იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის - დარიას დაღუპვას გამოეხმაურა...

კობა სუბელიანი:

"საკუთარ შვილს არ დავინდობ და არ ვაპატიებ რუსებთან უბრალო კოლაბორაციასაც კი, რა დროს დუგინის შვილია, უკრაინელი ხალხს ბავშვებიანად ხოცავენ!

ყიჟინას და მოძახილს რაც შეეხება, ხანჯლურის ცეკვის დროსაც კი არ მიყვარს ყიჟინა, არამც თუ ვიღაცა რუსის ლეშის ჩაძაღლებისას. თავშეკავებული და ურთიერთობებში მოზომილი კაცი ვარ მე, გენაცვალე!"

შეგახსენებთ, პუტინის რეჟიმის მხარდამჭერის, ცნობილი ნაციონალისტი იდეოლოგის ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი 20 აგვისტოს, მოსკოვის გარეუბანში მანქანის აფეთქებისას, დაიღუპა.

იხილეთ ასევე: