რაჭაში, ავარიას ძმები ნიკა და თორნიკე გაგნიძეები ესხვერპლნენ. ambebi.ge -სთან გარდაცვლილი ძმების ახლობელი აცხადებს, რომ ავტომობილი ხევში გადაიჩეხა, რის შედეგადაც ძმები ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო მათი ბიძაშვილი გადარჩა, თუმცა მძიმედ არის დაშავებული.
გარდაცვლილი ნიკა გაგნიძე ანსამბლ "ძირიანის“ წევრი, მომღერალი იყო.
ძმების გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მეგობრები ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან. ერთ-ერთი მათგანი წერს:
"კნოო თოკა ერთ კალთაში გავიზარდეთ, ჩემი გულანთებული, სიყვარულის ბიჭები ჩემთვის სულ ცოცხლები იქნებით ჩემს ცხოვრებაში. სითბოთი და სიყვარულით სავსე კვალი დატოვეთ. ვერასოდეს გაპატიებთ ამას. თქვენ გარეშე არ წარმომედგინა არაფერი. სულ მომენატრებით, სულ ჩემ გულში იქნებით. ვფიქრობდი, ჩავალ საქართველოში თოკას ავტეხავ და რაჭაში წავიყვან ბიჭებთან ერთად-მეთქი. ახლა ან ვინ იმღერებს, ან ვინ იცეკვებს, იმ სიყვარულს და სითბოს ვინღა მაჩუქებს, რაჭაში საერთოდ რაღა მინდა... ვერავინ და ვერაფრი ვერასოდეს ვერ შემივსებს თქვენ ადგილს. სულ ჩემი იმედი ყავით, ერთიც და მეორეც. სულ ჩემ გულში იქნებით" - წერს ძმების მეგობარი.
ასევე იხილეთ: