სამარელი დოცენტი სერიული მკვლელი აღმოჩნდა

სამარელი დოცენტი სერიული მკვლელი აღმოჩნდა

სამარის ოლქში მილიციელებმა ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ლექტორი დააკავეს, რომელსაც სერიულ მკვლელობებში სდებენ ბრალს. ლექტორს პორტფელის ჩხრეკის დროს ნაჯახი აღმოუჩინეს, რომელსაც სისხლის კვალი ჰქონდა, წერს გაზეთი "Комсомольская правда". 

მკვლელობაში ეჭვმიტანილი 26 წლის დოცენტი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი მიხაილ ტარაბადრინია, ნათქვამია სამარის საგამოძიებო სამმართველოს ოფიციალურ საიტზე. ის სამარის სახელმწიფო უნივერსიტეტეში ელექტროტექნიკის ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობდა.

მიხაილ ტარაბადრინი 9 ნოემბერს მკვლელობის ადგილთან ახლოს ტრამვაის გაჩერებაზე დააკავეს. იქ დოცენტი შეყვარებულს ელოდა, რომელიც ტანვარჯიშის გაკვეთილიდან უნდა დაბრუნებულიყო. მას ხელში პორტფელი ეჭირა, რომელშიც სისხლიანი ნაჯახი ედო.

გამომძიებლები ფიქრობენ, რომ ბოლო მკვლელობა ტარაბადრინმა დაკავების წინა დღეს ჩაიდინა. იმ დღეს ოლქის ერთ-ერთ მეტროსადგურთან მილიციელებმა ქალის გვამი აღმოაჩინეს, რომელსაც ბლაგვი საგნით (სავარაუდოდ, ნაჯახით) მიყენებული თავის ტვინის მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა.

გამოძიებას მიაჩნია, რომ ეს ერთადერთი მკვლელობა არ არის, რომელიც დოცენტმა ჩაიდინა. ის მსხვერპლს კლავდა, მათ ნივთებს და ძვირფასეულობას კი ხელუხლებლად ტოვებდა.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ