ავტორი:

"ჩემი სრული მხარდაჭერა მთავარი არხის მოქმედ მენეჯმენტს" - ნიკა გვარამია "ღამის შოუს" გუნდის მიერ "მთავარი არხის“ დატოვებას ციხიდან ეხმაურება

"ჩემი სრული მხარდაჭერა მთავარი არხის მოქმედ მენეჯმენტს" - ნიკა გვარამია "ღამის შოუს" გუნდის მიერ "მთავარი არხის“ დატოვებას ციხიდან ეხმაურება

"მთავარი არხის" ყოფილი გენდირექტორი, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია "ვანოს შოუს" გუნდის მიერ "მთავარი არხის“ დატოვებას ციხიდან ეხმაურება.

"ჩემი სრული მხარდაჭერა მთავარი არხის მოქმედ მენეჯმენტს, რომელმაც წარმოუდგენელი ძალისხმევა გაწია და, მთავარის გუნდთან ერთად არხი გადაარჩინა. მაშასადამე, იგივე დროს, იგივე არხზე, ახალი შოუ. უყურეთ "მთავარს", - ეს პოსტი მის "ფეისბუქგვერდზე" გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, "ვანოს შოუს" გუნდმა "მთავარი არხი" დატოვა და ახალ სატელევიზიო სეზონს "ტვ პირველის" ეთერში დაიწყებს. ამას "მთავარი არხის" მენეჯმენტისგან უკმაყოფილება მოჰყვა. ტელეკომპანიის განცხადებით, "ვანოს შოუს" გუნდი იყო ერთადერთი, არხზე შექმნილ ფინანსურ კრიზისს რომ ვერ გაუძლო და ამის გამო დატოვა ტელეკომპანია. ამას თავად ვანო ჯავახიშვილის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. მან "მთავარი არხის" განცხადებას "სრული უხამსობა და ბოროტება" უწოდა.

იხილეთ ასევე: