ავტორი:

"ნიუ იორკი, სიყვარული, თავისუფლება" - ალუდა ღუდუშაურის ამერიკული ვოიაჟი მეუღლესთან ერთად - როგორ გაატარა ზაფხული პოლიტიკოსმა (ფოტოები)

"ნიუ იორკი, სიყვარული, თავისუფლება" - ალუდა ღუდუშაურის ამერიკული ვოიაჟი მეუღლესთან ერთად - როგორ გაატარა ზაფხული პოლიტიკოსმა (ფოტოები)

"ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური მეუღლესთან, სალომე კაცაძესთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და ზაფხულის დღეებს ნიუ იორკში ატარებს.

ალუდა ღუდუშაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ჩანს, თუ როგორ პოზირებს ის ამერიკის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობასთან.

მეუღლესთან ერთად გადაღებული ერთ-ერთი ფოტოს აღწერაში ღუდუშაური ინსტაგრამზე შემდეგ ჰეშთეგებს წერს - ამერიკა, ნიუ იორკი, სიყვარული, თავისუფლება.

ცნობისთვის, ალუდა ღუდუშაურს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს - 5 წლის გოგონა და 3 წლის ვაჟი. დეპუტატის ორივე შვილი ამერიკაში, ნიუ-იორკში დაიბადა. როგორც ჟურნალ "გზისთვის" მიცემულ ინტერვიუში ალუდა ჰყვება, მეუღლე სალომე კაცაძე სასამართლოში გაიცნო.

"მაშინ უკვე ადვოკატი ვიყავი, ერთ-ერთი კომპანიის ინტერესებს ვიცავდი და საბუთების წარდგენის დროს სასამართლოში გავიცანი. ძალიან მომეწონა, შემიყვარდა და დავქორწინდით კიდეც. პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. ჩემსავით, ისიც სულ სწავლა-განათლებაშია, ახლა იურიდიულს ამთავრებს, თან ერთ-ერთი კერძო კომპანიის იურისტია. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, თანაც - იმერელი: დიპლომატიის ცოდნა და გენეტიკა საშუალებას აძლევს, სამ მოხევესთან ურთიერთობა დააბალანსოს. კარგად გამოსდის, გვიძლებს" - ამბობს ალუდა.

ალუდა ღუდუშაური ნიუ იორკში ჯაზის საღამოზე

საინტერესოა ალუდა ღუდუშაურის ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც მან 2022 წელს შეავსო. როგორც ირკვევა, დეპუტატი ფლობს 2 ბინას თბილისში, შარტავას ქუჩაზე, მათგან ერთი ჩუქებით აქვს მიღებული, ხოლო მეორე ბინაში 47 580 გადაიხადა. ასევე მის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი სოფელ წეროვანში, რომელიც 37 000 დოლარად იყიდა და მიწის ნაკვეთი ყაზბეგის რაიონში.

ღუდუშაურის მფლობელობაშია ძვირადღირებული საათების კოლექცია. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2 საათი ნაჩუქარია, ხოლო ორი - შეძენილი აქვს, ერთი 21 000 დოლარად, მეორე კი - 12 000 დოლარად.