Brabus-ის ტუნერებმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელეს, რომ შექმნეს ყველაზე მძლავრი და ყველაზე სწრაფი სედანი მსოფლიოში. ესაა SV12 R Biturbo 800 რომელიც Mercedes-ის საფლაგმანო სედანის S კლასის ბაზაზე შეიქმნა.
ამ ავტომობლის ძარის ქვეშ დამონტაჟებულია 6,3 ლიტრიანი და 12 ცილინდრიანი SV12 R Biturbo აგრეგატი. მისი სიმძლავრე 800 ცხენის ძალას შეადგენს, ხოლო ბრუნვის მაქსიმალური მომენტი 1,420 ნომინალს.
მიუხედავად ამ მონაცემებისა, ტუნერებს ბრუნვის მომენტის შემცირება 1,100 ნომინალამდე მოუხდათ, ვინაიდან მათივე თქმით, ყველაზე თანამედროვე ტრანსმისიაც კი, ვერ გაუძლებდა მსგავს "არანორმალურ" სიმძლავრეს.
ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარეც ელექტრონიკით შეიზღუდა, თუმცა ის 350კმ/სთ-ს მაინც აღწევს და მსგავს სისწრაფეს მხოლოდ რამდენიმე სუპერქარი თუ დაიკვეხნის. Brabus-ის "მერსედესი" 100კმ სიჩქარეს 3,9 წამში ავითარებს, ხოლო 200 კმ/სთ სიჩქარის განსავითარებლად მას მხოლოდ 10,3 წამი სჭირდება.
გარდა ძრავის გაძლიერებისა, კომპანიის ტუნერებმა S კლასის ამ ვერსიაზე გააძლიერეს სამუხრუჭე სისტემა, მცირე "ბოდი კიტინგით" აეროდინამიურობა შესძინეს ავტომობილს და შეუცვალეს ბორბლები, რომლებიც მყიდველის სურვილით Pirelli ან YOKOHAMA ფირმის დაბალპროფილიანი საბურავებით გალამაზდება.
კოკა კვირკველია
რადიო "პალიტრა"