CLS AMG "ანგელოზების" ქალაქში გაიბრწყინებს

CLS AMG "ანგელოზების" ქალაქში გაიბრწყინებს

კომპანია Mercedes-Benz-ის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ლოს-ანჟელესში დაგეგმილ ავტოშოუზე ახალი CLS AMG-ის პრემიერა გაიმართება.

Mercedes CLS-ის ახალი თაობის დებიუტი რამდენიმე კვირის წინ პარიზის ავტოშოუზე შედგა. AMG-ის ვერსია კი უფრო აგრესიული შესახედაობის, შესაბამისად უფრო მძლავრი ძრავით, კომპანიის საფირმო რბილნადნობი დისკებითა და მოდერნიზებული სალონით იქნება გამორჩეული.

სიახლის კაპოტის ქვეშ 5,5 ლიტრიანი, V8 ტიპის, 544 ცხენის ძალის მქონე აგრეგატი დამონტაჟდება. ამ სიმძლავრის ძრავის ბრუნვის მომენტი 800 ნომინალი იქნება. Speedshift MCT-ის 7 საფეხურიანი ტრანსმისიით აღჭურვილი ახალი CLS 63 AMG 100კმ/სთ სიჩქარეს 4,3 წამში განავითარებს.

დეტალური ინფორმაცია ლოს-ანჯელესის მოტორ შოუზე გახდება ცნობილი. ავტოსალონი 19 ნოემბერს გაიხსნება.

კოკა კვირკველია

რადიო "პალიტრა"

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)