"სპორტული უნივერსალი"

"სპორტული უნივერსალი"

რამდენიმე დღის წინ კომპანია მერსედესმა 4-კარიანი კუპეს CLS-ის ბაზაზე უნივერსალის წარმოების თაობაზე ოფიციალურად გააკეთა განცხადება. სიახლის წარმოება 2012 წლისთვის იგეგმება, ხოლო მის აწყობას კონცერნ Daimler-ის ერთ-ერთ ქარხანაში, გერმანიის ქალაქ ზინდელფინგენში შეუდგებიან.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ აპრილში პეკინის ავტოსალონზე "მერსედესმა" უნივერსალის ტიპის კონცეპტი წარადგინა, სახელწოდებით Shooting Break. ზომის მიხედვით, ეს მოდელი E კლასის მოდელებზე ოდნავ დიდიც კი გამოდგა.

ავტომობილის სიგრძემ 4 960მმ, სიფართემ - 1 950მმ, ხოლო სიმაღლემ - 1 440მმ შეადგინა. რაც შეეხება სიმძლავრეს, Mercedes Shooting Break-ში დამონტაჟებული იყო 3,5 ლიტრიანი ბენზინის ძრავი, რომელიც 306 ცხენის ძალას ავითარებდა და აღჭურვილი იყო სისტემით სტარტ/სტოპი.

სხვა ტექნიკური მონაცემები სერიულ ვერსიაზე ჯერ არ ხმაურდება, მაგრამ როგორც მოსალოდნელია, ეს უნივერსალიც ახალი თაობის CLS-კლასის მოდელების მსგავსი აგრეგატებით გამოვა.

კოკა კვირკველია

რადიო "პალიტრა"

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)