"არ ვარ ჩასიძებული, არაა! - მაქვს სახლიც და კარიც და სიდედრსაც ვუყვარვარ! უბრალოდ ვიხუმრე!“ - წერს სოციალურ ქსელში დეპუტატი ირაკლი ზარქუა და პარლამენტში მისი სიტყვით გამოსვლიდან ფრაგმენტს აქვეყნებს.
გუშინ სესიაზე დეპუტატმა განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილმა 2018 წელს მას და მის სიდედრს უჩივლა.
"მაბრალებდა, 2016 წელს ზარქუამ თავის სიდედრს 3 მილიონის ქონება გადაუფორმაო. სიდედრი ამის გამო ერთი კვირა სახლში არ მიშვებდა. გვიჩივლა და ამ ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დავდიოდით. ამის შემდეგ გახდა წლის მასხარა და იმავეს აგრძელებს...“ - ამბობდა ზარქუა.