ავტორი:

"კარგია, თუ პრეზიდენტი კვირაში ერთხელ ეროვნული თანხმობის საკითხს შეგვახსენებს, მაგრამ კიდევ უკეთესი იქნება თუ თვეში ერთხელ ამ შეხსენებას მოჰყვება საქმე მისი მხრიდან" - გოცირიძე

"კარგია, თუ პრეზიდენტი კვირაში ერთხელ ეროვნული თანხმობის საკითხს შეგვახსენებს, მაგრამ კიდევ უკეთესი იქნება თუ თვეში ერთხელ ამ შეხსენებას მოჰყვება საქმე მისი მხრიდან" - გოცირიძე

კარგია, თუ პრეზიდენტი კვირაში ერთხელ ეროვნული თანხმობის საკითხს შეგვახსენებს, მაგრამ კიდევ უკეთესი იქნება თუ თვეში ერთხელ ამ შეხსენებას მოჰყვება საქმე მისი მხრიდან - ლოზუნგი რომ დასაცინი არ გახდეს, საქმე უნდა მოაყოლოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც ეროვნულ თანხმობაზე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პრეზიდენტს აქვს ბერკეტები, რომ დეპოლარიზაციაზე გავლენა მოახდინოს და შეასუსტოს.

"კარგია, როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ ეშვება ამ საკითხს, რომ ნურავინ ჩათვლის ეროვნული თანხმობის საკითხს ახირებად და ყოველთვის შეგვახსენებს ამ საკითხს. ძალიან კარგია, თუ კვირაში ერთხელ ამას შეგვახსენებს, მაგრამ კიდევ უკეთესი იქნება თუ თვეში ერთხელ ამ შეხსენებას მოჰყვება საქმე მისი მხრიდან. სიტყვა - საქმიანი და საქმე - სიტყვიანი, აი ასეთი ცოტა უცნაური ლოზუნგი იყო კომუნისტების დროს, სადაც ლოზუნგები იცოდნენ, მაგრამ ლოზუნგებს არ მოჰყვებოდა საქმე და არავის სჯეროდა ამ საბჭოთა ფრთოსანი ფრაზების. ამიტომ კომუნისტური ეს ლოზუნგი დასაცინი რომ არ გახდეს, მან საქმე უნდა მოაყოლოს. ერთი კონკრეტული საქმე აჩვენოს, რაც ეროვნულ თანხმობას ხელს შეუწყობს. მას აქვს უამრავი შესაძლებლობა როგორც პრეზიდენტს, მაგალითად, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, რომელიც 12 პუნქტიდან ერთ - ერთის ნაწილია დეპოლარიზაციის კუთხით ისევე, როგორც პოლიტიკური დევნის შეწყვეტის კუთხით, ასევე შეუძლია მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაში ხელშეწყობა და ამაში მისი პოლიტიკური წონის გამოყენება, თუნდაც, საჯაროდ მხარდაჭერა ამ პროცესის მიმართ, ჰუმანური მოსაზრებით. ბევრი რამის გაკეთება შეუძლია დეპოლარიზაციის შესამცირებლად, ასე რომ, ველოდებით კონკრეტულ საქმეს,"- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეროვნული თანხმობის მიღწევაზე კვლავ იქნება მისი ძალისხმევა გაწეული.

"არ ვეშვები და ეროვნული თანხმობა არის და მუდმივად იქნება ჩემი ძალისხმევა, ვნახავ სადამდე მივალ, ეს მხოლოდ ჩემს ხელში არაა, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ ეროვნული თანხმობა ჩემი ახირება არ არის, ეს საზოგადოების დაკვეთაა!"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე იხილეთ: