ავტორი:

"ვლადიმერ პუტინს უფრო და უფრო უჭირს, რუს ხალხს უკრაინაში თავისი წარუმატებლობის სიდიდე და მასშტაბები დაუმალოს" - რას აცხადებს თეთრი სახლის მაღალჩინოსანი?

"ვლადიმერ პუტინს უფრო და უფრო უჭირს, რუს ხალხს უკრაინაში თავისი წარუმატებლობის სიდიდე და მასშტაბები დაუმალოს" - რას აცხადებს თეთრი სახლის მაღალჩინოსანი?

თეთრ სახლს არ შეუძლია დანამდვილებით თქვას, რომ უკრაინის ბოლო წინსვლა წარმოადგენს მთავარ გარდამტეხ მომენტს ომში, მაგრამ ინფორმაცია ამ წინსვლის შესახებ შთამბეჭდავია, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ CNN-ს განუცხადა.

"არ ვიცი, შეგვიძლია თუ არა იმის თქმა, რომ სწრაფი წინსვლა იყო მთავარი გარდამტეხი მომენტი, მაგრამ აშკარაა, რომ ეს შთამბეჭდავი სამხედრო ანგარიშებია,” - აღნიშნა მან.

ჯონ კირბის თქმით, შეერთებული შტატები აპირებს, გააგრძელოს უკრაინის იმ ინსტრუმენტებითა და შესაძლებლობებით უზრუნველყოფა, რაც საჭიროა წარმატების მისაღწევად.

მისი შეფასებით, უკრაინის მიერ ბოლო დროს განხორციელებულმა ოპერაციებმა "იმოქმედა რუსებზე, აიძულა ისინი უკან დაეხიათ". "რა თქმა უნდა, აიძულა ისინი დაეტოვებინათ ტერიტორია და უკან დაეხიათ იქიდან, სადაც უკრაინელები წინ მიიწევდნენ“, - აღნიშნა მან.

ჯონ კირბიმ ხაზი გაუსვა, რომ ომის პირველივე დღეებიდანაც კი, რუს ჯარისკაცებს "არ ჰქონდათ ერთიანობა და თანხმობა, არ ჰყავდათ კარგი ხელმძღვანელობა, არ ჰქონდათ საბრძოლო სული და ბრძოლიდან გარბოდნენ“.

თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ასევე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს "უფრო და უფრო უჭირს რუს ხალხს უკრაინაში თავისი წარუმატებლობის სიდიდე და მასშტაბები დაუმალოს“.

იხილეთ ასევე: