ძახველი გაციებას ებრძვის

ძახველი გაციებას ებრძვის

თაფლით შეზავებული ძახველის ნაყოფის ნახარში კარგ ეფექტს იძლევა გაციებისას, როდესაც ამას თან ახლავს ძლიერი თავის ტკივილები, ხველების, ხმის ჩახლეჩვის დროს. სასარგებლოა ჰიპერტონიის, გულის დაავადებების, ფაღარათის დროს.

მომზადების წესი: 1 ჩაის კოვზ ძახველის ნაყოფს დაასხით 1 ლიტრი ცხელი წყალი, ადუღეთ 8-10 წუთი, შემდეგ გადაწურეთ. ბოლოს ჩაუმატეთ 3 სუფრის კოვზი თაფლი. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა, 3-ჯერ დღეში.

ყვავილის ნახარში გამოიყენება, როგორც ნახველის ამოსაღები და ოფლმდენი საშუალება. მომზადების წესი: 1 სუფლის კოვზ ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი, 3-ჯერ დღეში.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი