ავტორი:

ვინ არის კიკეთში მოკლული მამაკაცი - სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები: "მომხდარი, სავარაუდოდ, ვალს უკავშირდება... დამნაშავე პოლიციამ მის ბინაში აიყვანა"

ვინ არის კიკეთში მოკლული მამაკაცი - სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები: "მომხდარი, სავარაუდოდ, ვალს უკავშირდება... დამნაშავე პოლიციამ მის ბინაში აიყვანა"

AMBEBI.GE-სთვის კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ჩვენი ინფორმაციით, შელაპარაკება დ.ხ-ს ოჯახში დაიწყო, რასაც ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა მოჰყვა.

სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიჭრა, მათგან ერთი გია გათენაშვილი საავადმყოფოში ტრანსპორტირებისას გზაში გარდაიცვალა. ის ოჯახის ნათესავი იყო და შემთხვევის დროს იქ სტუმრად იმყოფებოდა.

როგორც სანდრო წყარო გვიყვება, დაკავებულია 54 წლის მამაკაცი (გ.ნ.). ის ჩადენილი დანაშაულის შემდეგ კიკეთში, კუთვნილ ბინაში აიყვანეს.

"დაჭრილები სასწრაფოს მისვლამდე, ადგილობრივებს საკუთარი მანქანებით გადაჰყავდათ სხვადასხვა კლინიკაში, რა დროსაც გია გათენაშვილი გზაში გარდაიცვალა. გ.ნ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ იმყოფებოდა მის კუთვნილ ბინაში კიკეთში და ჩაბარდა პოლიციას" - გვიყვება სანდო წყარო.

რაც შეეხება მოტივს, მომხდარი, სავარაუდოდ, ვალს უკავშირდება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებული მეზობლად მცხოვრებ ოჯახთან თანხის დაბრუნების მოთხოვნით მივიდა, რის შემდეგაც გასროლა განახორციელა.

რაც შეეხებათ დაჭრილებს, ორი დაჭრილი მამაკაცი “გეგიაძის” კლინიკაშია მოთავსებული, ხოლო ორი ქალბატონო "ნიუ-ჰოსპიტალში".

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236- ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ნახეთ ასევე:

ნახეთ ვიდეო: