ავტორი:

მეფე აბდულა და არაბული სამყაროს ყველაზე გავლენიანი ქალი, დედოფალი რანია ელისაბედ II-ის დაკრძალვაზე (ფოტოები)

მეფე აბდულა და არაბული სამყაროს ყველაზე გავლენიანი ქალი, დედოფალი რანია ელისაბედ II-ის დაკრძალვაზე (ფოტოები)

დიდი ბრიტანეთი ელისაბედ მეორეს ემშვიდობება. მონარქის დაკრძალვის ცერემონიაზე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის პირველი პირი მიიწვიეს, Whitehall-ის წყაროების განცხადებით, დედოფლის სახელმწიფო დაკრძალვაზე დასასწრები მოსაწვევები არ გაგზავნილა რუსეთში, ბელორუსში და მიანმარში, ირანი კი მხოლოდ ელჩების დონეზე იყო წარმოდგენილი.

ბრიტანეთში ჩავიდნენ იორდანიის მეფე აბდულა და დედოფალი რანიაც, რომლებიც დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან.

ცნობისთვის, დედოფალი რანია მსოფლიოს მასშტაბითაა ცნობილი და ის არაბული სამყაროს ყველაზე კაშკაშა და პოპულარული წარმომადგენელია. დედოფლის სტილი ხშირად მისაბაძია არა მხოლოდ არაბულ ქვეყნებში მცხოვრები ქალებისთვის, არამედ დასავლური ცივილიზაციის წარმომადგენლებისთვისაც. ის ცდილობს გარკვეული ცვლილებები შეიტანოს ქალების უფლებების დაცვის კუთხით.

ნახეთ ასევე: