მალე Bentley-ის სამოდელო ხაზში ავტობაზარზე ყველაზე პოპულარული "ოთხკარიანი კუპეს" ძარას მქონე ავტომობილის წარმოება დაიწყება. კომპანიაში Porsche Pananera და Aston Martin Rapide-ის კონკურენტის შექმნაზე უკვე მუშაობენ.
ავტომობილი Audi A7 Sportback-ის პლატფორმაზე აეწყობა, მის ძარას ქვეშ კი 4,0 ლიტრიანი V8 ტიპის, 450 ცხენის ძალიანი ძრავა დამონტაჟდება. ტრანსმისიის სახით ავტომობილი 8-საფეხურიან სიჩქარეთა გადაცემის კოლოფს მიიღებს, რომელიც ბრუნვის მომენტს ოთხივე ბორბალს გადასცემს.
გარდა ამისა, ახალ ავტომობილზე ალუმინის გამოყენებამ, მისი წონა 1 700კგ-მდე უნდა შეამციროს. შედარებისთვის კომპანიის საფლაგმანო მოდელი Bentley Mulsanne 2,5 ტონაზე მეტს იწონის.
სიახლის სერიულ წარმოებაზე და მის ფასზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, თუმცა დასავლური მედიის ვარაუდით, ოთხკარიანი კუპეს ღირებულება 85 ათასი ფუნტი სტერლინგიდან დაიწყება, რაც ამავე კატეგორიის ასტონ მარტინის მოდელებზე ბევრად იაფია.
კოკა კვირკველია
რადიო "პალიტრა" FM 103,9