ავტორი:

შალვა პაპუაშვილი და გვანცა სუთიძე ქორწინების 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ - რა ფოტოს აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე

შალვა პაპუაშვილი და გვანცა სუთიძე ქორწინების 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ - რა ფოტოს აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე

შალვა პაპუაშვილი ქორწინების 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. პარლამენტის თავჯდომარე მეუღლესთან მოგზაურობის დროს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მათი ქორწინებიდან ათი წელი გავიდა.

წყვილს ორი შვილი ჰყავს.

შალვა პაპუაშვილმა და გვანცა სუთიძემ ერთმანეთი წლების წინ, თბილისობაზე, საერთო სამეგობრო წრეში გაიცნეს, 2012 წელს კი იქორწინეს. წყვილს პირველი შვილი ელენე პაპუაშვილი 2013 წელს შეეძინა. მეორე შვილი ალექსანდრე თებერვალში დაიბადა.

პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში პერიოდულად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ ის თავისუფალ დროს მეუღლესთან და შვილებთან ერთად ატარებს.

გვანცა სუთიძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მისმა მეუღლემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი ჩაიბარა. ოჯახის მიმართ ინტერესი გაიზარდა და მედიამ გაარკვია, რომ გვანცა ოჯახური ბიზნესით არის დაკავებული.