ავტორი:

"რუსეთის პროფესიონალური არმია დავასრულეთ და ახლა სამოყვარულოს დროა" - ვალერი ზალუჟნი რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებაზე

"რუსეთის პროფესიონალური არმია დავასრულეთ და ახლა სამოყვარულოს დროა" - ვალერი ზალუჟნი რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებაზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას ეხმიანება.

"რუსეთის პროფესიონალური არმია დავასრულეთ და ახლა სამოყვარულოს დროა", - აცხადებს ზალუჟნი. მის სიტყვებს "ტეეგრამის" არხზე უკრაინელი ჟურნალისტი, ანდრეი ცაპლიენკო აქვეყნებს.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა."მოგმართავთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ჩვენი დიდი სამშობლოს ხალხს, ყველას, ვისაც აერთიანებს დიდი ისტორიული რუსეთი. ჯარისკაცებს და ოფიცრებს, რომლებიც ფრონტის ხაზზე არიან, ჩვენს ძმებსა და დებს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან.

ვიცით ზოგიერთი დასავლური ელიტის აგრესიული პოლიტიკის შესახებ.

დასავლეთის მიზანი ჩვენი ქვეყნის განადგურებაა. უკვე ღიად ამბობენ, რომ 1991 წელს საბჭოთა კავშირის დანგრევა შეძლეს და ახლა ამას რუსეთში გეგმავენ. მათ იარაღად აქციეს ტოტალური რუსოფობია, მათ შორის უკრაინაშიც.

იქ რუსეთის მიმართ სიძულვილის კულტივირებით და იქ უკრაინელი ხალხის ქვემეხის საკვებად გადაქცევით. მათ ომი 2014 წელს დაიწყეს", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პუტინმა.