ავტორი:

რატომ გამოჩნდნენ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან რუსი სამხედროები და ჯავშანტექნიკა - რას აცხადებს ეფ-ეს-ბეს წარმომადგენელი?

რატომ გამოჩნდნენ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან რუსი სამხედროები და ჯავშანტექნიკა  - რას აცხადებს ეფ-ეს-ბეს წარმომადგენელი?

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ასახულია ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან გამოჩენილი რუსი სამხედროები და ჯავშანტექნიკა.

ეფ-ეს-ბეს ცნობით, BTR-ების სასაზღვრო პუნქტთან გამოჩენა უკავშირდება საფრთხეს, რომ საზღვართან, გრძელ რიგში მყოფმა ადამიანებმა არ გადაწყვიტონ მასობრივად, კონტროლის გარეშე საქართველოში შეღწევა.

"ჯავშანტექნიკა იქ გადაადგილდებიან არა ბლოკ - პოსტის მოსაწყობად, არამედ იმ შემთხვევისთვის, თუ ქვეყნიდან გასვლის მსურველი რეზერვისტები გადაწყვეტენ, სასაზღვრო პუნქტის გარღვევას და დოკუმენტების გაფორმების გარეშე, საზღვრის გადაკვეთას და რუსეთის ასე დატოვებას. მხოლოდ ეს მიზანი გვაქვს, არავითარი ბლოკ-პოსტები არ იქნება. სასაზღვრო-გამშვები პუნქტები მუშაობს სრული დატვირთვით და რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყნიდან გასვლის შემთხვევაში ჯერჯერობით არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს“, - აცნობა რუსულ სააგენტო РБК -ს ჩრდილოეთ ოსეთის ეფ-ეს-ბეს სასაზღვრო განყოფილების წარმომადგენელმა.

მანამდე თვითმხილველები აცხადებდნენ, რომ ეწყობოდა ზემო ლარსთან რუსეთის მხარეს ბლოკ-პოსტი და რომ საქართველოში წასვლის მსურველ მამრობითი სქესის მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთის საშუალებას არ აძლევდნენ. ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია არ დასტურდება, თუმცა საზღვრის ჩაკეტვის თაობაზე ცნობები არაოფიციალურად კვლავაც აქტიურად ვრცელდება.

იხილეთ ასევე: