ავტორი:

კვარაცხელიას მორიგი შოუ და კიდევ ერთ გამარჯვება - "ნაპოლი" სერია A-ს ლიდერია

კვარაცხელიას მორიგი შოუ და კიდევ ერთ გამარჯვება - "ნაპოლი" სერია A-ს ლიდერია

იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში "ნაპოლი" "ტორინოს" მასპინძლობდა. მატჩი "ნაპოლელების" სასარგებლოდ, 3:0 დამთავრდა. დებიუტში მასპინძლები ანგისამ დუბლით დააწინაურა, ნეპოლელები შეტევებს აგრძელებდნენ, კვარაცხელიამ ზილენსკის კარგი პასი გაუკეთა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა თავით მოიგერია.

37-ე წუთზე კი ხვიჩამ მოედნის ცენტრში ზილენსკის გადაცემული ბურთი მიიღო, დრიბლინგით მეტოქის კარისაკენ გაიჭრა და ანგარიში გაზარდა. თუმცა, პირველი ტაიმის ბოლოს სტუმრებმა ერთი გოლის გატანა შეძლეს.

მეორე ტაიმში თამაში ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ხვიჩა 81-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა საბოლოოდ ნეაპოლელებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს..

კვარცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 8 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ნაპოლი" 20 ქულით ლიდერია და 4 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ამსტერდამში "აიაქსს", 9 ოქტომბერს კი იტალიის ჩემპიონატზე გასვლაზე "კრემონეზეს" დაუპირისპირდება.

ნახეთ ასევე:

ნახეთ ვიდეო: ხვიჩა კვარაცხელიას გოლი "ტორინოს" კარში