ავტორი:

"უკრაინელი კნეინას მოსაზრებები წავიკითხე და..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე, მის გარემოცვასა და სანდრა რულოვსზე?

"უკრაინელი კნეინას მოსაზრებები წავიკითხე და..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე, მის გარემოცვასა და სანდრა რულოვსზე?

"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ლიზა იასკოს გუშინდელ პოსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ რეალურად, მიხეილ სააკაშვილი ციხეზე რეალობის არაღიარებამ მიიყვანა.

მისი თქმით, სააკაშვილის გარემოცვა ვერ უბედავდა ექსპრეზიდენტისთვის ეთქვათ, რომ ის ქართველი ხალხისთვის უკვე მიუღებელი იყო.

"2019 წლის 20 ივნისის შემდეგ აქციებზე სააკაშვილის სახელს ვერ ახსენებდნენ. უსამართლობად ვთვლიდი, მაგრამ სააკაშვილის მიუღებლობის გამო სანდრაც ვერ ავიდა სცენაზე, მაშინ როდესაც მაკა ჩიჩუა ხალხს მიმართავდა. მე მიმაჩნია, რომ სანდრას გაცილებით მეტი აქვს გაკეთებული ქართველი ხალხისთვის, ვიდრე ნებისმიერ სხვა პირველ ლედის, მაგრამ რეალობა ის იყო, რომ ქუჩაში გამოსული აქტიური ხალხი სააკაშვილს არ იღებდა.

ეს სააკაშვილის გარემოცვამ არაფრის ნიშნად არ ჩათვალა, იმიტომ რომ ბელადისთვის მიუღებელი იქნებოდა ამ სიმართლის თქმა - არაფრით არ უნდოდა შეგნება, რომ ხალხს ის აღარ უნდა და ნორმალური გუნდის გარეშე, ხომ საერთოდ ნულია.

თავად სააკაშვილმა ხომ მთლიანად უარყო რეალობა და მაინც გვატენიდა თავს ერთადერთ მხსნელად! რეალობის უარყოფის შედეგად მივიდნენ იქამდე, რომ სააკაშვილი რძის პროდუქტების კონტეინერით საქართველოში შემოიპარა.

რეალობის სრული უარყოფით შეიქმნა მოლოდინი, რომ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა (მაშინ როცა რეალობა ის იყო, რომ სააკაშვილის სახელი 2019 წელს ქუჩაში შეკრებილ ხალხს შლიდა).

რეალობის სრული უარყოფით მივიდა სააკაშვილი ციხემდე. თავად უარყო რეალობა! ვინც სიმართლეს იძახდა, რომ სააკაშვილის დრო წავიდა და ის ვერანაირ პროცესს (მითუმეტეს ერთპიროვნულად) ვეღარ გაუძღვება, მოღალატედ შერაცხეს და ახლა, როცა რეალობას შეასკდნენ, ისევ მოღალატეების ძიებაში არიან.

უკრაინელი კნეინას მოსაზრებები წავიკითხე და..." - წერს ჩერგოლეიშვილი.

ნახეთ ასევე: