ავტორი:

"ჩემი ოცნებები ხდება... ძალიან ბედნიერი ვარ" - ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი "ჩემპიონთა ლიგაზე" სადებიუტო გოლის შემდეგ

"ჩემი ოცნებები ხდება... ძალიან ბედნიერი ვარ" - ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი "ჩემპიონთა ლიგაზე" სადებიუტო გოლის შემდეგ

ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია "ჩემპიონთა ლიგაზე" საებიუტო გოლის გატანის შემდეგ ამბობს, რომ მისი ოცნებები ხდება. კვარაცხელიას კომენტარი ნიდერლანდურ მედიაში ვრცელდება.

"ვფიქრობ, რომ ჩემი ოცნებები ხდება - მე ვითამაშე ჩემპიონთა ლიგაზე და გოლი გავიტანე. ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია გუნდის წარმატება. აიაქსმა დღეს კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ ის კარგი გუნდია, ძალიან კარგი მოთამაშეებით. მათ უნდა იბრძოლონ და წარმატებებს ვუსურვებ“, - თქვა კვარაცხელიამ.

  • ფეხბურთელმა ასევე ისაუბრა თანაგუნდელ დი ლორენცოზე, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

"ის შესანიშნავი ადამიანია, შესანიშნავი კაპიტანი და დიდებული მოთამაშე. იმსახურებდა ამ ჯილდოს“, - ამბობს კვარაცხელია.

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლიმ" "აიაქსს" ამსტერდამში 1-6 მოუგო. ხვიჩა კვარაცხელიამ ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა და ასევე ერთი გოლი მიითვალა.