ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე თვითმხილველი ჰყვება და მომხდარს აღწერს. ქალი, რომელიც ტელეკომპანია "ფორმულას" ესაუბრა, ამბობს, რომ ბავშვების ამოსაყვანად შადრევანში მამაკაცი შევიდა. მან ორი ბავშვი ამოიყვანა, თუმცა მესამე ვერ ამოჰყავდა, რადგანაც დენი ურტყამდა.
"მოვდიოდი და კივილი ატყდა, ეს ბავშვები უკვე წყალში იყვნენ, ამას მივუსწარი, მერე ერთი კაცი გადახტა ამოსაყვანად. ერთი ამბავი იყო, ბავშვები რომ ყვიროდნენ, ვერ გავიგე რა მოხდა.
მერე ამ კაცმა ერთი ამოიყვანა, მეორე ამოიყვანა და ის მესამე ბავშვი იყო თუ არა იქ, არ ვიცოდით. ბავშვები კიოდნენ, მესამე არისო, ბევრნი იყვნენ ერთად. ეს მესამე ვერ ამოიყვანა ამ კაცმა.
რამდენჯერაც შევიდა წყალში, დენი არტყამდა, ვერაფრით ვერ გამოიყვანა ეს ბავშვი, შადრევანი რომ გამორთეს, მერე გამოიყვანეს", -ამბობს თვითმხილველი.