ავტორი:

კალაძის, ინჯიას და სხვათა ძვირადღირებული მანქანები - ქართველი პოლიტიკოსების შთამბეჭდავი ავტოპარკი

კალაძის, ინჯიას და სხვათა ძვირადღირებული მანქანები - ქართველი პოლიტიკოსების შთამბეჭდავი ავტოპარკი

უკვე წლებია, რაც დედაქალაქში მუდმივი საცობებია... პიკის საათის დროს გადაადგილება შეუძლებელი ხდება ნებისმიერი ტრანსპორტით. დედაქალაქის მერია საცობების ძირითად პრობლემად მსუბუქი ავტომანქანების სიმრავლეს ასახელებს და მოსახლეობას მანქანებიდან-საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდომისკენ მოუწოდებს. თუმცა საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც პოლიტიკოსები პიარის გამოც კი არ გადაადგილდებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. უფრო მეტიც, მათ კოლექციებში არაერთი ძვირადღირებული მანქანაა... მოდით, შევიხედოთ ქართველი პოლიტიკოსების ავტოპარკში. მასალის მომზადებისას მათ მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციით ვისარგებლეთ...

მანქანების შთამბეჭდავ კოლექციას ფლობს თბილისის მერი კახა კალაძე. მისი საკუთრებაა 2017 წელს 40 ათას დოლარად შეძენილი "მერსედეს ბენც ვიანო“, 2017 წელს 40 ათას ევროდ შეძენილი "მინი კუპერი". ხოლო მისმა მეუღლემ 2017 წელს 70 ათას დოლარად შეიძინა "ტოიოტა ლანდ კრუიზერ 200“. გარდა ამისა, დედაქალაქის მერის საკუთრებაა 50 ათას ევროდ შეძენილი "ფიატი“ და 20 000 ევროდ ნაყიდი "ჰარლი დევიდსონ ბობერი“.

ლევან კობიაშვილის ავტოპარკში მხოლოდ ერთი მანქანა დგას Mercedes benz 2015, რომელშიც 72 000 ევრო გადაიხადა.

ბექა ოდიშარიას ორი მანქანა ჰყავს. TOYOTA LANDCRUIZER LC 200 2018, რომელიც 33 000 დოლარად შეიძინა და RANGE ROVER EVOQUE 2020, რომელშიც 30 000 დოლარი გადაიხადა.

დეპუტატმა ნინო წილოსანმა Toyota 200-ში 50 000 ლარი გადაიხადა.

მამუკა ხაზარაძეს ორი მსუბუქი ავტომანქანა ჰყავს. Lexus LX 570-ში 48 000 დოლარი გადაიხადა, ხოლო 2020 წელს მსუბუქი ავტომანქანა Jaguar XK140 აჩუქეს.

შთამბეჭდავი ავტოპარკი აქვს "ევროპელ სოციალისტ" დეპუტატ ფრიდონ ინჯიას. მის მფლობელობაშია Mercedes-Benz Van V250 BLUETEG, რომელიც 212 000 ლარად შეიძინა.

ასევე Mersedes-Benz S500, რომელშიც 274 000 ლარი გადაიხადა და ავტომანქანა S 560 4MATIC MAYBACH, რომლის ფასიც 136 000 ევროა.

პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილი ორ მსუბუქ ავტომანქანას ფლობს, Hyundai Tucson-ში 2008-ში 20 000 დოლარი გადაიხადა, ხოლო Nissan Xterra-ში 12 000 დოლარი.

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე 30 ათას დოლარად შეძენილი TOYOTA PRADO,GTX008, 2008-ით გადაადგილდება.

დავით სერგეენკომ არჩევანი Toyota Prado-ზე შეაჩერა და მასში 39 200 დოლარი გადაიხადა.

სავალან მირზოევის NISSAN PATROL კი 200 000 ლარი ღირს.

დავით კირკიტაძე ორ მსუბუქ ავტომანქანას ფლობს, volkswagen touareg-ში, 2017 წელს 22 000 დოლარი გადაიხადა, ხოლო volkswagen passat 2020 წელს 8000 დოლარად შეიძინა.

ირაკლი კობახიძის ავტოპარკი მხოლოდ ერთი ავტომანქანით არის წარმოდგენილი. Mercedes-Benz SClass 2014 პოლიტიკოსმა 2020 წელს 20 000 დოლარად შეიძინა...

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ კობა ნაყოფიას ბოლოს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში შეტანილი აქვს Mercedes Benz GL 500, 2010, #EL700GA, რომელიც 95000 ევროდ შეუძენია.

იხილეთ ასევე