ავტორი:

რა ბიზნეს საქმიანობას ეწევა ივანიშვილის დეიდაშვილი, რომელსაც უკრაინამ სანქციები დაუწესა და რას ამბობდა ექსპრემიერი წლების წინ მამაცაშვილზე? - "უჩა ნათესავებში ყველაზე მეტად მიყვარს"

რა ბიზნეს საქმიანობას ეწევა ივანიშვილის დეიდაშვილი, რომელსაც უკრაინამ სანქციები დაუწესა და რას ამბობდა ექსპრემიერი წლების წინ მამაცაშვილზე?  - "უჩა ნათესავებში ყველაზე მეტად მიყვარს"

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ოთხი წევრი, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით სანქცირებულია. ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი გუშინ, 19 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

სანქციები შეეხება ბიძინა ივანიშვილის ძმას ალექსანდრე ივანიშვილსა და მის მეუღლეს ქეთევან ხარაიძეს, ასევე მილიარდერის დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილსა და მის შვილს ტიტე მამაცაშვილს.

  • რას ამბობდა 2014 წელს ივანიშვილი მამაცაშვილზე?

ამონარიდი ბიძინა ივანიშვილის "იმედისთვის" მიცემული ინტერვიუდან:

"უჩა მამაცაშვილი არის ჩემი დეიდაშვილი და ნათესავებში ყველაზე მეტად მიყვარს, რამეთუ არის უპატიოსნესი და გულწრფელი ადამიანი. მისი დედა ჩემთვის იყო ადამიანობის სიმბოლო. უჩაც ძალიან წესიერი და კარგი ადამიანია. რაც შეეხება ბიზნესს და მასზე ყაჩაღობას, საზოგადოებას პატიოსან სიტყვას ვაძლევ, რომ ის, რასაც ადრე "ნაცები“ ინაწილებდნენ, დღეს ყველაფერი სახელმწიფოს ხმარდება და უჩას ამაში ლომის წვლილი აქვს. სატრანზიტო თანხები მათ რიცხვში კეზერაშვილს მიჰქონდა და ამაში შეიძლება უგულავა და სხვებიც მონაწილეობდნენ... თითოეული "კაპეიკი,“ რაც ამ გზით მიდიოდა და ბიზნესს აყაჩაღებდნენ... ახლა რკინიგზას თავისი წილი ხვდება, სადღაც ფორმები ვერ დავხვეწეთ და ისიც მთავრობას და სოფლის მეურნეობაში მიდის, - აღნიშნავს ივანიშვილი და განაგრძობს, - მხედველობაში მაქვს ის, რაც სახელმწიფოს ეკუთვნოდა, სხვა ბიზნესზე ღმერთმა დაგვიფაროს, უჩა, ან ვინმე, როგორ გაბედავს, რომ სხვა ბიზნესში წილებში ჩაჯდეს. უჩამ მათ რიცხვში ბევრი იმუშავა. ახლაც ბაქოში იყო ჩასული. ტრანზიტის პრობლემა არსებობს, საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და ეს ბიზნესი მაქსიმალურად უნდა აღვადგინოთ. ის, რაც ამ ნიშნით სხელმწიფოს ეკუთვნის, დიდი ხანია, ჩემი პრემიერობის დროს სახელმწიფოზე გადანაწილდა. მათ მშვენივრად იციან, სად რა ფული კეთდებოდა, იმ ფულს გაყვნენ და ნახონ, სახელმწიფოში თუ არ მიდის. ის, რომ სხვა ბიზნესს უჩა აყაჩაღებს, ამას, პრინციპში პასუხს არ გავცემ. ეს არის ის, რომ ფონს გასვლა ისევ სიცრუით უნდათ“.

"ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის ბიზნესსაქმიანობის შესახებ.

უჩა მამაცაშვილი, რომელიც "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი იყო, წლების მანძილზე, რუსეთში ივანიშვილის კუთვნილ "სტოილენსკაია ნივას“ ხელმძღვანელობდა. ასევე ეკავა თანაინვესტირების ფონდსა და "საქართველოს რკინიგზაში“ დირექტორის მოადგილის პოზიციები.

2017 წლიდან უჩა მამაცაშვილმა ქართულ საინვესტიციო ბაზარზე დააფუძნა სააქციო საზოგადოება Middle Seas Capital-ი. კომპანია მაღალტექნოლოგიური და ნოვატორული პროექტების განხორციელებას ანიჭებს უპირატესობას და ინვესტიციების ჩადებით ხელს უწყობს ბიზნესის სხვადასხვა სექტორის განვითარებას.

როგორც ფონდის ვებ-გვერდიდან ირკვევა, მათ მიერ შესრულებული პროექტებია:

შპს Geo Organics-ი - მისი საქმიანობა ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებების წარმოებაა; რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 90%-იანი წილი ოფშორში რეგისტრირებული „გეოორგანიკს ლიმითედ“-ის, 10%-ი კი სს „მიდლ სის კაპიტალ“-ის საკუთრებაშია. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: