ავტორი:

ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოში საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს - პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოში საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს - პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოში საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს.

ბასილაშვილი საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პირველად საუბრობს მოსამართლის წინაშე, თუმცა, პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნულის შუამდგომლობა სხდომაზე დაცვის მხარემ დააყენა და არგუმენტად ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა დაასახელა, სადაც ადვოკატ თეონა გვაზავას განმარტებით, მითითებულია, რომ ბასილაშვილი ღელავს შვილის საუკეთესო ინტერესებზე, მტკივნეულად განიცდის და სტრესავს ეს ფაქტი.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

იხილეთ ასევე: